ზამბიის ეროვნული პარკის - "კაპანა ლაგუნის" ტერიტორიაზე, სახიფათო ტალახის ველზე, სპილოების მცირე ჯოგი მიდიოდა. დედა სპილო, რომელსაც გვერდით სპლიყვი მიჰყვებოდა, არასწორი გზით წავიდა. დედა-შვილი ტალახის ორმოში ჩავარდა, საიდანაც დამოუკიდებლად ამოსვლა შეუძლებელი იყო. დანარჩენმა სპილოებმა ვერ უშველეს. ორივეს წამებით სიკვდილი ელოდა, ადამიანები რომ არ დახმარებოდნენ. მახლობელი ფერმის მუშებმა დაინახეს გასაჭირში ჩაცვენილნი და დაუყოვნებლივ შეატყობინეს ველური ბუნების დაცვის საზოგადოების წევრებს. მათ საერთო ძალებით, თოკით, ხის ტოტებით მხოლოდ სპლიყვის ამოყვანა შეძლეს, რომელმაც მაშინვე მოკურცხლა. დედა სპილოს ამოყვანა კი მხოლოდ ტრაქტორის დახმარებით მოხერხდა - მას ბაგირი წინა ფეხებში ჩააბეს, ხაფანგიდან ფრთხილად, ნაბიჯ-ნაბიჯ ამოიყვანეს და გადარჩენილი ცხოველიც იქვე მომლოდინე გახარებულ ჯოგს შეუერთდა.