შავი კატა, რომელსაც ტომაზინო ქვია და რომში ცხოვრობს, მსოფლიოში ყველაზე მდიდარი შინაური ცხოველია. მას გარდაცვლილმა პატრონმა 10 მლნ ევრო დაუტოვა.
4 წლის ტომაზინო თავდაპირველად უპატრონო იყო, შემდეგ ის შეძლებულმა ქალბატონმა, მარია ასუნტამ შეიფარა. ქალს ნათესავები არ ჰყავდა, ამიტომ 2009 წელს შედგენილი ანდერძით მთელი თავისი ქონება საყვარელ კატას და სხვა უპატრონო ცხოველებს დაუტოვა. ანდერძში შევიდა სახლი რომსა და მილანში, მიწები კალაბრიაში და საბანკო ანგარიში.
მარია ასუნტა 2011 წლის ნოემბრის ბოლოს დაიღუპა, შესაბამისად ტომაზინო მსოფლიოში ყველაზე მდიდარი კატაა. კატის ქონების განკარგვის უფლება მხოლოდ 48 წლის ექთანს, სტეფანიას აქვს, რომელიც სიცოცხლის ბოლო წლებში მარიას უვლიდა.
დღემდე ყველაზე მდიდარ კატად ბლეკი ითვლებოდა, რომელსაც პატრომა 9 მლნ ფუნტი სტერლინგის ქონება დაუტოვა.