სპორტსმენმა 900 მეტრის სიმაღლეზე გაბმულ ბაგირზე გაიარა
სიმაღლეზე გაბმულ ბაგირზე სიარული, უკვე დიდი ხანია, ანდრენალინის მოყვარულთა ერთ-ერთ მთავარ გასართობად იქცა. თუმცა, ამ საქმეში მიჩ კემეტერს მაინც ვერავინ შეედრება.
მან რამდენიმე დღის წინ კალიფორნიაში, იოსემიტის ნაციონალურ პარკში 914 მეტრის სიმაღლეზე გაბმულ ბაგირზე გაიარა. 23 წლის მიჩმა 25-მეტრიანი ბაგირი დასძლია, რომლის სისქე 3სმ-ს არ აღემატებოდა.
გარდა ამისა, მიჩმა უარი განაცხადა უსაფრთხოების გარანტიებზე.
ფოტოების ავტორი ფრანგი ფოტორაფი ალექსანდრ ბუისეა, რომელმაც განაცხადა, რომ ძალიან ღელავდა მიჩის ტრიუკის ყურებისას, რადგან ეს პარკი, რომელიც სპორტსმენმა აირჩია, დედამიწის ყველაზე სახიფათო ადგილთა სიაშია შესული.
გულადმა მიჩ კემეტერმა ეს ტრიუკი სამჯერ გაიმეორა.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!