ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » ნოემბერი » 24 » არსებანი, რომელთა ნახვაც ძალიან ძნელია    

16:09:30
არსებანი, რომელთა ნახვაც ძალიან ძნელია


დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ჩვენი პლანეტის იმ წყლის ბინადართ, რომლებიც თქვენ ძვირფასო მკითხველებო, დიდი ალბათობაა, რომ არასდროს ცოცხლად არ გინახავთ არანაირ აკვარიუმებში. და იმის გამო, თუ რა ძნელად მისადგომ ადგილებში ბინადრობენ ისინი, ალბათ ვერასდროს ვერც ნახავთ.

ტაიგერფიშ - დიახ, დიახ, სწორედ ეს გახლავთ მისი სახელი, ვეფხვისებრი თევზი, ყველა პროფესიონალი მეთევზის ოცნება. თუმცა ის რომ დაიჭიროთ, მოგიწევთ გამგზავრება აფრიკაში, მდინრე კონგოზე.



თქვენ ალბათ იცით, თუ როგორ გამოიყურება პირანია და ყველას გსმენიათ სისხლიან ლეგენდებზე მის შესახებ. აი, ეხლა კი წარმოიდგინეთ იგივე პირანია თავისი ყველა რეგალიებით, მაგრამ არა ხელისგულის ოდენა, არამედ მეტრ ნახევარი სიგრძისა და 70 კგ წონისა. დავუმატოთ ამას წარმოუდგენელი ძალა, რომელიც თევზს საშუალებას აძლევს შეინარჩუნოს თავისი სხეული უძრავად მდინარის სწრაფ და ცვლად დინებაში, ადვილად მოიპოვოს საკვები და უშიშრად დაესხას თავს ნიანგსაც კი, და ჩვენ მივიღებთ სრულ პორტრეტს კონგოს ამ საშიში ბინადარისა.



სხვა ამბავია, რომ ზომების, 32 უზარმაზარი, ალესილი კბილისა და ტაიგერშიფზე გავრცელებული ხმების მიუხედავად, არ არსებობს არცერთი დოკუმენტალურად დასაბუთებული ცნობა იმის შსახებ, რომ ოდესმე ეს თევზი თავს დასხმია ადამიანს. თუმცა იქნებ მოწმეები უბრალოდ აღარ გადარჩნენ ცოცოხლები? მოკლედ, შეხედეთ ამ ”ლამაზმანის” ფოტოს და თავად გადაწყვიტეთ, ხართ თუ არა თქვენ იმ დონის ფანატიკოსი მეთევზე, რომ გარისკოთ საკუთარი თავისა და ჯანმრთელობის საზიანოდ და ხელთ ჩაიგდოთ ეს საშინელი, მაგრამ ძლიერ მიმზიდველი ნადავლი?

თევზი-ადამიანი

არა, არაფერი საერთო ადამიან-ამფიბიასთან ამ ჩვენს შემდეგ გმირს, რომელსაც აგრეთვე პროთეის ეძახიან, არა აქვს. და სრულიად გაუგებარია, რატომ ადარებენ ადგილობრივები სლოვენიის გამოქვაბულების ღრმა, ცივი და შავი წყლის ამ ბინადარს ადამიანთან.



პროთეები ყრუები და ბრმები არიან, რადგანაც მუდმივად აბსოლუტურ სიჩუმეში და სიბნელეში ცხოვრობენ. ერთადერთი გრძნობის ორგანო ამ საკვირველი არსებისა გახლავთ საკუთარი ტყავი. კანით გრძნობენ ისინი ქიმიურსა და ელექტრულ სიგნალებს, რომლებსაც თავისდაუნებურად გამოსცემს პოტენციური მსხვერლი. და ამის წყალობით ისინი არ კვდებიან მშივრები.



იმის გამო, რომ თევზი-ადამიანის საბინადრო ადგილი ძალიან ძნელად მისადგომია, მის შესახებ ცოტა რამ თუა ცნობილი, მხოლოდ ძველი ევროპული ლეგენდები ბუნდოვნად გვაუწყებენ იმის შესახებ, რომ ”სინამდვილეში” პროთეები ურჩხულების ნაშიერები ყოფილან.

”ხალიჩა-თვითმფრინავი”

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იმყოფებით მსოფლიოს რომელიღაც ტროპიკული კუნძულის მიყრუებულ ”პლიაჟზე” (ეშმაკს არ ძინავს) და ყვინთავთ ზღვაში აკვალანგით, რათა შეისწავლოთ ეგზოტიკური თევზების მშვენიერი სამყარო. უცებ, თითქოს მზე რაღაც ღრუბელმა დაჩრდილაო. თქვენ აიხედეთ ზემოთ და ხედავთ, რომ ეს ღრუბელი კი არა, რვაფეხაა. მას ასეც უწოდებენ - ხალიჩიან რვაფეხას - მის საცეცებს შორის არსებული უზარმაზარი ”ხალიჩის” გამო, რომელსაც ის შლის, რომ დიდი გამოჩნდეს და შესაბამისად ამის მეშვეობით დააფრთხოს მტაცებლები.



ასე რომ, აღმოაჩენთ თუ არა ხალიჩა-რვაფეხას თქვენს თავს ზემოთ, გაგახსენდებათ, რომ მას აქვს სამი გული, შხამიანი ნერწყვი და სრულიად დამოუკიდებელი საცეცები, რომლებიც ”ფიქრობენ” და მოქმედებენ აბსოლუტურად დამოუკიდებლად იმისადამიუხედავად, მიეწოდებათ თუ არა რაიმე იმპულსი რვაფეხას ტვინიდან. როგორც კი თქვენ ყველაფერ ამას გააანალიზებთ (გადახარშავთ), ნელ-ნელა და აკურატულად გაეცლებით იქაურობას, რათა არ შეაწუხოთ ”ხალიჩა”, რადგანაც აზრი არა აქვს გაურჭო მას დანა გულში (ან ტვინში), ან კიდევ დააგლიჯო საცეცები.



ხო, მართლა, ჩვენ დაგვავიწყდა გვეთქვა, რომ ეგზემპლიარი, რომელიც თქვენ შეგხვდათ, გახლავთ მდედრი, სადღაც ორ მეტრამდე ზომისა, ხოლო რაც შეეხება მამრს, თქვენ მას ალბათ ვერასოდეს იხილავთ, რადგანაც წარმოადგენს 2,5 სმ ზომის ლორწოვან არსებას.

ხალიჩა-რვაფეხების გამრავლება, მიუხედავად ზომებში მათი დიდი სხვაობისა, საკმაოდ ორიგინალური მეთოდით ხდება. მამრი ავსებს თესლით მის ერთერთ პატარა საცეცს, ამაყად იგლეჯს მას სხეულიდან და აძლევს მდედრს. ხოლო უკანასკნელი უკვე თვითონ გადაწყვიტავს, თუ რა უყოს ამ ყველეფერს.

ნაჯახი, რომელიც არ იძირება

”ნაჯახივით ცურავსო” - ამბობენ ისეთ ადამიანზე, რომელთაც წყალი ვერ ”იჩერებს” ზედაპირზე, ანუ ცურვა არ იცის. მაგრამ, აი, ”თევზ-ნაჯახს” ეს ნამდვილად არ ეხება.



”თევზი-ნაჯახი” იშვიათად ხვდება მეთევზეებისა და მეცნიერების თვალთახედვის არეში, რადგან ცხოვრობს ისეთ ადგილებში, სადაც არასოდეს აღწევს მზის სხივი. სამწუხარო კია, რადგანაც იგი ძალიან ორიგინალური ბუნების ქმნილებაა. თევზი-ნაჯახი (მას ასე უწოდეს თავისი ფორმის გამო) თვითონ წარმოადგენს სინათლის წყაროს. მას გვერდებზე განლაგებული აქვს განსაკუთრებული ორგანოები, რომლებიც იძლევიან სუსტ, მერყევ, მაგრამ ნადირობისათვის სავსებით საკმარის განათებას. საინტერესოა, რომ, როდესაც თევზი მშიერია, ის რთავს თავის ”ფარებს”, რათა მიიზიდოს მსხვერპლი. მაგრამ საკმარისია, რომ იგრძნოს მტაცებლის მოახლოება, ”ნაჯახი” მაშინვე გამორთავს თავის ილუმინაციას და იმალება საშინელ სიბნელეში.



ოკეანის ღრმა სიბნელეში ცხოვრობს კიდევ ერთი ”მნათობი” ზღვის ბინადარი, თევზი-გველგესლა. ეს ანჩხლი წყალქვეშა მტაცებელი მთლიანად ამართლებს თავის დასახელებას როგორც გარეგნობით (გრძელი სხეული, რომელიც იკლაკნება და ნემსივით წაწვეტებული კბილები), ასევე ქცევის მანერებით. ჯერ ზუსტად არ არის დამტკიცებული (ისევ და ისევ საბინადრო ადგილის ძნელად მიუდგომლობის გამო), მაგრამ ითვლება, რომ ეს თევზიც იჭერს თავის მსხვერპლს ”შუქზე” განსაკუთრებული მანათობელი ორგანოს საშუალებით.



მატა მატა

ამ დასახელების კუ მართლაც რომ წარმოადგენს ამაზრზენ შესახედაობას. წარმოიდგინეთ კუ, რომელსაც გადაუარა სატვირთო მანქანამ.



გაჭეჭყილი სხეული თითქმის გაბრტყელებული მეტრ ნახევრიანი დიამეტრის ჯავშნით. ჯავშნიდან გამოშვერილია ასევე გაბრტყელებულ კისერზე მიბმული მახინჯი, შემზარავი თავი, რომელიც უფრო ხორთუმს წააგავს. თვითონ თავი - ეს არის კიდეც ხორთუმი, რომელსაც კუ ტოვებს ზემოთ აშვერილს და რომელიც ეხმარება მას სუნთქვაში, როდესაც იგი ჩაძირულია წყალში. ყველაფერს ამას დამატებული, მატა მატას სხეული დაფარულია შეუხედავი ხორკლებით. მოკლედ, ეს არის სანახაობა, რომელსაც შეუძლია შეაძრწუნოს ნებისმიერი.



ბინადრობს ბუნების ეს საოცრება ბრაზილიის ჭაობებში, აგრეთვე გვხვდება ამაზონკის, პერუს, ვენესუელის და ტრინიდადის ზოგიერთ მხარეში.

ომარი ღატაკთათვის

იგივე ზღვის ეშმაკი, ზღვის ანგელოსი, თევზი-ანკესი, ზღვის მორიელი, ”კუდის თევზი”, ან ”ბაყაყი”. ”ბაყაყი” ამ მახინჯ თევზს უწოდეს იმის გამო, რომ ფსკერზე წოლისას მას შეუძლია მოიშველიოს ფარფლები და იხტუნოს ”ბაყაყივით”. ხოლო სახელწოდება ”კუდის თევზი” მან მიიღო იმიტომ, რომ თავის მსხვერპლისგან ტოვებს მხოლოდ კუდს, დანარჩენს კი ყლაპავს მთლიანად. ანკესთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელი ხდება როგორც კი ”ბაყაყის” შუბლზე შეამჩნევთ ”ანკესს”, რომლის ”ფანარით” ბოლოვდება. ეშმაკს და მორიელს მას უწოდებენ ალბათ უფრო შესახედაობის გამო. წარმოიდგინეთ უზარმაზარი პირი, რომელსაც ”მიერთებული” აქვს კუდი, და ეს ყველაფერი ერთად დაფარულია შემზარავი ტყავის ხორკლებით.



ზღვის ეშმაკი ბინადრობს ნახევარ კილომეტრზე მეტ სიღრმეებზე. სიგრძეში აღწევს 2 მეტრას და ნთქავს ყველაფერს მიყოლებით, პატარა ზომის ზვიგენების ჩათვლით. უფრო ხშირად ეს თევზი წევს ფსკერზე, ქვიშაშია ჩაფლული და გარემოსთან შერწყმული. ქვიშიდან ჩანს მხოლოდ ”ანკესი”, ზურგის ფარფლის მეშვიდე სხივი, მოქანქარე სატყუარათი ბოლოში. როდესაც თევზის თვალთახედვის არეში გამოჩნდება პოტენციური მსხვერპლი, იგი სუნთქვას იკავებს და ელოდება, სანამ მიუახლოვდებიან. ამის შემდეგ დააფჩენს თავის შემზარავ პირს და ისრუტავს წყალს თავის მომავალ სადილთან ერთად.



ზღვის ეშმაკი მეთევზეების ბადეში ხშირად არ ხვდება. ადრე მას ზიზღით აგდებდნენ ბორტიდან, ან მისგან ჩუჩელას ამზადებდნენ. მაგრამ მალე გაირკვა, რომ მიუხედავად მისი ცალსახად საშინელი შესახედაობისა, ზღვის ეშნაკი საკმაოდ გემრიელია, თუ მას სწორად მოამზადებენ.

მოამზადა ზურაბ მიქაიამ tainy.info-ს მასალების მიხედვით

წყარო
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 4777 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 14
0   Spam
14 anzo   (14.12.2011 18:34:18) [მასალა]
10 10 10

0   Spam
13 tarantuli777   (06.12.2011 23:37:16) [მასალა]
10 10 1p3 1p3 1p3 1p3 166

0   Spam
12 bu   (03.12.2011 22:07:11) [მასალა]
ზღვის ეშმაკის სწორი სახელია
"რქოვანი ღორჯო"

0   Spam
11 levani182   (03.12.2011 17:09:38) [მასალა]
მაგარი სანახავია

0   Spam
10 bu   (26.11.2011 20:44:39) [მასალა]
წელს კობულეთში აგვისტოში ზუსტად ეგეტი რასაც უწოდებენ
ზღვის ეშმაკს ღორჯოსოდენა 18-იან ბადეში მოხვდა.თევზის გარდა ყველაფერი შეიძლება უწოდო მაგ არსებას.

0   Spam
9 aleko   (26.11.2011 18:03:25) [მასალა]
10 10 10 10 10 10

0   Spam
8 ENUQICHI   (25.11.2011 15:37:49) [მასალა]
მონადირეს ტუში ბიჭებო 10 10 10

0   Spam
7 nodo   (25.11.2011 12:51:57) [მასალა]
10

0   Spam
6 -BERG-   (24.11.2011 22:33:55) [მასალა]
მადლობა ზურაბ მიქაიას 10

0   Spam
ბუნება შეუცნობელია და ასეც იქნება.სამყაროს აღსასრულამდე 23

0   Spam
4 fshavelo   (24.11.2011 20:27:22) [მასალა]
166 166 166 საინტერესოა ძალიან 166

0   Spam
3 orioni   (24.11.2011 19:52:21) [მასალა]
10 166 166 166

0   Spam
2 uchaucha   (24.11.2011 18:38:46) [მასალა]
10 10 10

0   Spam
1 ლაშა86   (24.11.2011 17:51:26) [მასალა]
10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика