იაპონიაში კერძოდ ზღვისპირა ქალაქ ტაიჯიში, ყოველწლიურად ზამთრის პერიოდში დელფინებზე ნადირობდნენ, მათი სისხლით ღებავდნენ სანაპირო ზოლს, რაც იწვევდა დასავლელი აქტივისტების რისხვას. თვით იაპონელებს ეს არც აწუხებდათ, მეტიც იაპონელების უმრავლესობამ ამის შესახებ არც კი იცოდა. იაპონელ მოსახლეობას აჩვენეს ამერიკელების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი სახელად "მღვიმე" რომელიც ფარულად იქნა გადაღებული და შეეხება ტაიჯის ყოველწლიურ ნადირობაზე. ვარაუდობენ რომ ეს მდგომარეობა შეიცვლება ამ ფილმის გავრცელების შემდეგ. თევზჭერის სააგენტოს ცნობით 2007 წელს იაპონიაში დახოცეს 13 000 დელფინი, აქედან 1750 ტაიჯში იქნა მოკლული. გარდა ამისა იაპონელები ხოცავენ ვეშაპებსაც, იმისდამიუხედავად რომ 1986 წელს გამოცხადდა მორატორიუმი(ანუ აიკრძალა ვეშაპების ხოცვა) იაპონელები მაინც განაგრძობენ ვეშაპების ხოცვას, ისინი ვითომდა იმისთვის ხოცავენ ვეშაპებს რომ გამოიკვლიონ(ვეშაპის მოკვლა შეიძლება მარტო მისი გამოკვლევა შესწავლის გამო), მაგრამ საბოლოოდ ვეშაპების ხორცი ბაზარში ხვდება. 24saati.ge
წყარო:
|