მონადირე ძაღლების ქურდობამ დიდ ბრიტანეთში საგანგაშო სახე მიიღო. თითქმის ყოველ მესამე დღეს ტიტულოვანი ძაღლების მფლობელები ძაღლის დაკარგვის განცხადებას აკეთებენ. ბოლო შემთხვევა ბაკინგჰემპშირის საგრაფოში გახდა საბაბი განეხილათ საკითხი ყველა ლეკვისათვის მიკროჩიპის სავალდებულო ჩადგმაზე. ინგლისური ჟურნალები იუწყებიან, რომ აღნიშნულ საგრაფოში 11 ლაბრადორის ლეკვი (5 კვირის ასაკის) მოიპარეს, თითოეულის ღირებულება 1000 ფუნტსტერლინგზე მეტს შეადგენდა. ამგვარად მეპატრონეებს სერიოზული ფინანსური ზარალი მიადგათ, რომ არაფერი ვთქვათ მორალურ ზიანზე. ელიტური მონადირე ლეკვების ღირებულება საშუალოდ რამდენიმე ათას ფუნტსტერლინგს შეადგენს, რაც მფლობელებს აიძულებს დააზღვიონ ისინი, როგორც მანქანები და უძრავი ქონება. სადაზღვეო კომპანიები აცხადებენ, რომ მიკროჩიპი, რომელიც ადგილმდებარეობას განსაზღვრავს, ძალიან დაეხმარებათ ლეკვების მოძებნაში. თუმცა ინიციატივას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, რომლებიც ცხოველთა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ ამ წინადადებას.
shootinguk.co.uk
წყარო:
|