პარლამენტარებმა ეროვნულ პარკებში ნადირობის დაშვება გადაიფიქრეს. ამის შესახებ გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. დეპუტატების კახაბერ ანჯაფარიძის, პავლე კუბლაშვილისა და ზვიად კუკავას მიერ რამდენიმე კვირის წინ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ნადირობა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე დაშვებული უნდა ყოფილიყო. თუმცა, გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზაზა გამცემლიძემ განაცხადა, ხანგრძლივი და კონსტრუქციული მსჯელობის შემდეგ, მან დაარწმუნა კოლეგები, რომ ეს რეგულაცია დაშვებული არ ყოფილიყო. შესაბამისად, კანონპროექტში, რომლის მოსმენა პარლამენტში ჯერჯერობით პირველი მიმდინარეობს, რეგულაცია რომ ეროვნულ პარკში ნადირობა და ასევე სამონადირეო მეურნეობის მოწყობა უნდა ყოფილიყო დაშვებული, ამოღებულია.
წყარო:
|