ყველას გთხოვთ www.bazieri.ge-ს სახელით დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება ამ ერთიან დროებით შექმნილ ბლოგზე. კანონპროექტის განხილვა მგონი დაწყებულია პარლამენტში და დროზე შევიმუშაოთ წერილი ჯობს თორე მიიღებენ რაღაც საოცრებას ჩვენი პარლამენტარები და მერე უყარეთ კაკალი აი ბლოგის მისამართი და ყველამ დააფიქსირეთ თქვენივე აზრი http://geobuneba.wordpress.com
ყოვლად დაუშვებელია ამ კანონპროექტის მიღება, საქართველოში სულ რამდენიმე კაცი იქნება ვისაც შეეძლება ამხელა თანხის გაღება და ნადირობა გამოდის რომ უცხოელებმა უნდა ითარეშონ ჩვენს მიწა-წყალზე და ბუნება გაგვინადურონ ეს კანონპროექტი მათთვისაა შემუშავებული ვიღაც ბლანჟიანი ტიპები ჩამოვლენ, რომლებსაც არაფერი გაეგებათ ჩვენი სანადირო ტრადიციებისა და უმოწყალოდ გაჟუჟავენ ისედაც გადაშენების პირას მდგარ ცხოველებს 1300 კი არა 100000 ადაც კი არ რირს ირმის მოკვლა თანაც უცხოელის ხელით.
მეზობელ ქვეყნებს ჯერ ნაკრძალების გაშენებაში მიბაძონ მერე ცხოველების მოვლით და გაპრთხილებით და მერე ისე დაადონ ფასები ლიცენზიებს მარტლა როგორ შეიძლება ასე თვითონ თავის შვილებზე და შვილიშვილებზე აგარ ფიქრობენ როგაიზრდებიან და მარტო ტელევიზორში ნახავენ ცხოველებს არ შერცხვებათ მერეე. ასე რომ ტუ ჩვენ რაგაც სიტყვა გვეთქმის ჩვენვე მივხედოთ და რამე შევიმუშავოთ. თუ საჭირო გახდა ჩვენით მივიდეთ ან წერილი გავგზავნოთ ყველას ხელ მოწერით და ჩვენი სათქმელი ვუთხრათ
მგელი ბევრია და მისი შემცირების მიზნით მასზე ნადირობა გასაგებია მაგრამ დანარჩენი ცხოველები არიან თუ არა იმდენი რომ კაცმა მოინადიროს არავინ იცის და ვერც ვერავინ გაიგებს კაბინეტში რბილ სკამზე ჯდომით.კანონის სრულად ამოქმედებამდე ჯობია დადგინდეს რამდენია ის კონკრეტული ობიექტი და რამდენი უნდა იყოს განადგურებული,ჩვენთან მიმბაძველობით ხალხი არის დაავადებული და ამოტომ ვალს აიღებს ზოგზოგიერთი და მაინც მოკლავს ისედაც გაუბედურებულ ცხოველს,ამოტომ იქნებ რამე შეიცვალოს თორე კანონის მერე ცხოველი აღარ იქნება და ვესროლოთ მერე ბოთლებს და როცა ბოთლებიც გამოილევა მერე ხეებს დავცხოთ.
ერთი წლის წინ მწვანეები ამბობდნენ სულ საქართველოში 800მდე მურა დათვი დავითვალეთო ირემი ამაზე ნაკლები.ვერ დავიჯერებ რომ ეს რიცხვი გაიზარდა უფრო თუ არ შემცირდა.ასე თუ გაგრძელდა ფულის გულისთვის ალბათ ზოოპარკშიც დაუშვებენ ნადირობას.
ესენი მხოლოდ ისეთ ცხოველებს ამრავლებენ რომელიც გაჭირვებულ გლეხს კიდევ უფრო ურთულებს ცხოვრებას, თორე ჩლიქოსნებზე ნადირობა კი ბატონო ხოცეთო რამდენიც გინდა, ვიღაც ბლანჟიანი უჯიშო გამოდის და ქადაგებს მგლების საწიროებაზე, დანარჩენ ცხოველებს არ უნდათ ყურადღება? მილიონობით ლარი დაიხარჯა "ცხოველების აცრაზე" ვინ შეამოწმა? მოკლედ თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა მალე თოფები მხოლოდ ბოთლებზე სასროლად დაგვჭირდება.... ჯერ უნდა მოაშენო და მერე ინადირო.
გიგილო გეთანხმები... აი მაგალითი საიდან აიღონ.. სხვა ქვეყნებს კი ნუ ვბაძავთ ... მითუმეტეს რომ ჩვენი ქვეყნის მდგომარეობა ამ მხრივ არსებითად განსხვავდება...
მე ამერიკიდან გწერთ ძმებო, აქ 1 ქალაქში იმაზე მეტი ირემია ალბათ ვიდრე მთელ კავკასიაში მაგრამ, მისი მოკვლა არავის შეუძლია, ირმის მოკვლის გამო ციხიდან არ გამოგახედებენ, იცავენ ყველაფერს და იმიტომ, ჩვენთან კი საქართველოში ალბათ თითზე დასათვლელი, ერთეული რაოდენობაა დარჩენილი და არ სეიძლება სულ მთლიანად გავანადგუროთ, მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად და არ ვეთანხმები საქართველოში ამ იშვიათ ნადირზე ნადირობას და ლიცენზიების გაცემას, უაზრობაა ეს ყველაფერი
სუ მაგას ვიძახი და ვიტყვი სანამ სამინისტროში ისეთი ადამიანი არ მოვა ვინც ნადირობა თევზაობა ბუნების სიყვარული არ იცის სუ ასეთ პრობლემების წინაშე ვიქნებით აღარ გაძღა მაგათი მუცლები მტაცებლებზე დაუშვან ნადირობა გახსნან ტყავის მიმღები პუნქტები გაყიდონ ლიცენზიები. ფულსაც იშოვნიან აქედანაც- იქედანაც და გამრავლებასაც შეუწყობენ ხელს. გლეხსაც ეშველება მონადირე მეთევზეს ბუნებას და ბიუჯეტს
ფულის ხამები არიან მაგათ რაზე უნდა ელაპარაკო..... ტყეში ტურაც და მგელიც საჩიროა ყველაპერი ჯაჩვივიტა ერთმანეტზე გადაბმული მარა ცოტა შემცირება მართლა საჯიროა... მარა რათ გინდა ელაპარაკე მაგათ მშვიდობაზე
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!