SNAIPER!აღარ ვითვლი მერამდენე მადლობას გიხდი საინტერესო ჩვენებებისათვის, მაგრამ ეს მადლობა იმათ ნამდვილად აჭარბებს.
მათ გასაგონად ვისაც უკვირს, რატომ ,,გაავდა“ საქართველოში მგელი, რა შეიცვალა? :
- არაფერი არ შეცვლილა! განგებამ ,,დიდი რენდგენი“ დაგვიყენა და გამოჩდა ვინ -ვინ არის. მგელი ისევ მგელი დარჩა, არ გაძაღლდა; ადამიანი კი ფინიას დაემსგავსა სხვისი ნასუფრალის და სხვისი შეთავაზებულის შემყურე. თავის სიგლახეს სხვას აბრალებს და ვერ ხვდება, რომ მწყერის ,,მანოკი“ სათამაშოა მის წინ დაგებულ ,,მანოკთან“ შედარებით.
- ბერმა კი, ადამიანმა ,,ღმრთის მოშიშმა და მადიდებელმა“ - შეინარჩუა ა დ ა მ ი ანობა. ამიტომ ღმრთის შექნლილი ყველაფერი მასთან იმეგობრებს ან უკიდურესად თანაარსებობას გაიზიარებს.
აი, როგორ გვეცნობა ზოოპარკიდან მგელი:
.....,,თავისუფლები ვოფილვართ მონათფლობელურ რომში,
ახლა კი ვლოღნით გალიებს ამ კაცთმოყვარულ დროში.
არც ცირკში გვითამაშნია, ისევე მგლურად ვცხოვრობთ,
მგლობას არ გადავჩვეულვართ,
გავძაღლებულვართ მხოლოდ.