თბილისში, ჟვანიას მოედანზე მთელი ღამის განმავლობაში ცხენზე ამხედრებული, მონადირის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები მორიგეობდნენ. მიზეზი უცნაური აქცია გახდა.
ნადირობის სეზონის გახსნასთან დაკავშირებით, მაღაზიათა ქსელმა "კალიბრმა" და ნატურალური წვენების მწარმოებელმა კომპანია "კულამ" მონადირეებს საჩუქარი მოუმზადა – მონადირეს, რომელიც დღეს მაღაზიაში ცხენზე ამხედრებული გამოცხადდებოდა, თოფით ასაჩუქრებდნენ.
ცხენი ექვსმა მამაკაცმა იშოვა, რამდენიმე მათგანმა მაღაზიასთან ცხენთან ერთად ღამეც გაათენა. თოფები საჩუქრად ყველა მათგანს გადასცეს. წყარო www.1tv.ge
წყარო:
|