იაპონიის სანაპიროებთან მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა ანტარქტიდაზე ზულცბერგის შელფის მიდამოებში წყლის დონის 30 სანტიმეტრამდე აწევა გამოიწვია იაპონიაში მომხდარი ცუნამისა და მიწისძვრის შედეგად ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტს უზარმაზარი აისბერგი მოწყდა.
აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს თანამგზავრით გადაღებულ კადრებზე ნათლად ჩანს, რომ სტიქიით გამოწვეულმა რხევებმა ყინულის უზარმაზარი მასა შეარყია.
თანამგზავრის საშუალებით განხორციელებულმა დაკვირვებებმა მეცნიერებს ცუნამით გამოწვეული მოვლენების გაანალიზების საშუალება მისცა.
შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მარტში იაპონიის სანაპიროებთან მომხდარმა სტიქიურმა მოვლენებმა ანტარქტიდაზე ზულცბერგის შელფის მიდამოებში წყლის დონის 30 სანტიმეტრამდე აწევა გამოიწვია. მიწისძვრიდან 18 საათის შემდეგ კი შელფს რამდენიმე აისბერგი მოწყდა. მათ შორის ყველაზე დიდის სისქე 80 მეტრია, სიგრძე 9 კილომეტრს აღწევს, რაც ფართობით დაახლოებით ნიუ-იორკული მანჰეტენის ტოლია.
ზულცბერგის შელფს ბოლოს აისბერგი 46 წლის წინ მოწყდა.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!