2 აგვისტოს ბელგრადში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა სასტენდო სროლაში. ქალთა შორის დისციპლინაში ”TRAP” ოქროს მედლები მოიპოვა რუსეთის ქალთა ნაკრებმა. მათ გაიმარჯვეს ჯგუფურ ჩათვლაში, დააზიანეს რა საერთო ჯამში 209 სამიზნე. ევროპის ჩემპიონები გახდნენ ელენა ტკაჩი, ირინა ლარიჩევა და ტატიანა ბარსუკი.
მეორე ადგილზე გავიდა იტალიის ქალთა ნაკრები, მოიპოვა რა 206 ქულა, ხოლო მესამეზე - საფრანგეთის, 203 ქულით.
2011 წლის ევროპის ჩემპიონატი სპორტულ სროლაში (სასტენდო სროლა და ტყვიის სროლა) დასრულდება 13 აგვისტოს. ამ ტურნირზე თამაშდება არა მხოლოდ მედლები, არამედ 2012 წლის ლონდონის საზაფხულო ოლიმპიადის ლიცენზიებიც.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!