ინფექციურ საავადმყოფოში ცოფით დაინფიცირებული მოზარდი გარდაიცვალა. 15 წლის პაციენტი თბილისში ქუთაისიდან გადმოიყვანეს, თუმცა, მისი ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული აღმოჩნდა. მოზარდი საკუთარმა ძაღლმა მაისში გაკაწრა, თუმცა დაზარალებულმა ექიმებს არ მიმართა და შესაბამისი ვაქცინაცია არ ჩაიტარა, რის გამოც ორი თვის შემდეგ ცოფი განვითარდა. ექიმები მოსახლეობას ურჩევენ, რომ ნებისმიერ მსგავს შემთხვევაში ვაქცინაციის სრული კურსი გაიარონ. გამოვლენილი ცოფის ნიშნები მკურნალობას აღარ ექვემდებარება. წყარო www.imedi.ge
ზურა მასე მეც გამკრა ბევრჯერ ჩემმა ძაღლმა ხელზე მაგრამ არ ამიცრია გააჩნია როგორი გკაწრულია ტუ წერტილივით არის მაშინ სახლის პირობებში საპონნი წაუსვი და ეგაა
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!