აშშ-ში მდებარე კალიფორნიის შტატის მკვიდრ ლინეა ლატანციოს, ბავშვობაში ძალიან უნდოდა კატა ჰყოლოდა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, დედამ პატარა ქალიშვილს ეს ოცნება არ აუსრულა. გოგონა გაიზარდა და უკვე ასაკოვანმა გადაწყვიტა, კატების პატარა დასახლება გაეკეთებინა.
კატების "შეგროვების" ისტორია ლინეამ 1987 წლიდან დაიწყო, ის ქმარს გაშორდა და არც შვილები ჰყავდა. დაშორებიდან 2 წლის შემდეგ ქალმა ქალაქგარეთ 6-აკრიანი მიწის ნაკვეთი და სახლი შეიძინა. მთელი 7 წლის მანძილზე ქალი ფიქრობდა, რა გაეკეთებინა და ბოლოს გადაწყვეტილება მამამისმა მიაღებინა, რომელმაც მოსავლელად 2 კატა მიუყვანა. ამის შემდეგ ქალმა უსახლკარო და მიტოვებული კატების მოვლა გადაწყვიტა.
დღესდღეობით ლინეა ლატანციოს 800-მდე კატა ჰყავს. მისი "კატების სახლი" აშშ-ში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!