კუს, რომელსაც ცოტა ხნის წინ ფეხი მოკვეთეს, პროთეზი გაუკეთეს. ოპერაცია ვაშინგტონის უნივერსიტეტის ვეტერინარებმა ჩაატარეს. პროთეზის სახით ქვეწარმავალს გორგოლაჭი მიამაგრეს.
ვეტერინარები ამბობენ, რომ 13 წლის კუ სახელად - ჰომერი, მათთან გაზაფხულზე მიიყვანეს. კუს პატრონმა ვეტერინარებს მას შემდეგ მიმართა, რაც შეამჩნია, რომ ქვეწარმავალი კოჭლობდა. ფეხის ტკივილის მიზეზი ვერ დაადგინეს და საბოლოოდ მისი ამპუტაცია გადაწყდა. კუს ფეხის ნაცვლად პროთეზი-გორგოლაჭი მიამაგრეს.
ჰომერს პროთეზი რამდენიმე წელი ექნება, შემდეგ კი მას გამოცვლიან.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!