მთავარი » 2011»ივლისი»20 » ჩინელმა 1 საათის განმავლობაში სხეულზე 27 კგ ფუტკარი გაიჩერა
14:02:19
ჩინელმა 1 საათის განმავლობაში სხეულზე 27 კგ ფუტკარი გაიჩერა
ჩინეთში მეფუტკრეთა კონკურსი "ფუტკრის წვერი" გაიმართა. კონკურსის გამარჯვებულმა 42 წლის ჩინელმა ფერმერმა ვან დალინმა ერთი საათის განმავლობაში შიშველ სხეულზე 27 კგ ფუტკარი გაიჩერა.
ამ უჩვეულო კონკურსში სულ ორი ადამიანი მონაწილეობდა. ტაიმერის სიგნალის ჩართვისთანავე ფუტკრები კონკურსანტებს მიესივნენ და ხელები, ფეხები და ზურგი მთლიანად დაუფარეს. ფუტკრები ჩინელებმა მდედრი ფუტკრის მეშვეობით მიიტყუეს, რომელმაც მთელი სკა მიიზიდა.
გამარჯვებული დალინი თავიდან ფეხებამდე ფუტკრებით იყო დაფარული.
მისმა ოპონენტმა - 20 წლის ლიუ კუნძიანმა მხოლოდ 22 კგ ფუტკარს გაუძლო, მისი სხეულის ნაწილი დაუფარავი დარჩა.
კონკურს უამრავი ადამიანი ადევნებდა თვალს. მცდელობის მიუხედავად, კონკურსანტებმა წინა წლების რეკორდის გაუმჯობესებმა ვერ შეძლეს. აშშ-ის მკვიდრმა საკუთარ სხეულზე 350 000 ფუტკარი გაიჩერა, რომელთა საერთო წონაც 39,5 კგ-ს შეადგენდა.
კონკურსის იდეა რუს მეფუტკრე პეტრე პროკოპოვიჩს 1830 წელს გაუჩნდა. ის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყოველწლიურად ტარდება.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
palitratv.ge
სად ნახულობ სნაპერს ვენაცვალე ამ სენსაცია ვიდეოკადრებს? ისე ყველას გასაგონად მინდა ვთქვა ადამიანს 100 ფუტკარმა ერთდროულად რომ უკბინოს ეს საკმარისია რომ მე შემაწუხონ სამჯერ _ დაკრძალვაზე _ ორმოცზე და წლისთავზე...
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!