დიდ ბრიტანეთში შორპშირის საგრაფოში, დალმატინელის ჯიშის ძაღლმა მილიმ, 16 ლეკვი გააჩინა. ისინი ვეტერინარულ კლინიკაში - "ნიულენდში" გაჩნდნენ.
ამჟამად ლეკვებიც და დედაც თავს კარგად გრძნობენ და მილის პატრონის მეთვალყურეობის ქვეშ არიან.
ვეტერინარის თქმით, თავიდან მილიმ 8 ლეკვი გააჩინა, მაგრამ მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ქვეყანას კიდევ 8 დალმატინელი უნდა მოვლენოდა.
ოჯახმა გადაწყვიტა, მხოლოდ 1 ლეკვი დაიტოვოს, დანარჩენებს კი გაყიდიან. აღსანიშნავია, რომ ძაღლების ამ ჯიშში შობადობის რეკორდი 18 ლეკვია.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე
palitratv.ge
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!