გამიგონია საგურამოს ნაკრძალს 70-80 იან წლებში ირემი, შველი და ნიამორი ბლომად ჰყავდათ. ამ პერიოდში გარეული ღორიც უამრავი იყო აღნიშნულ ნაკრძალში. სამწუხაროდ ვერ შეინარჩუნეს და ვერ გადაარჩინეს ეს მშვენიერი ცხოველები. ბოლო ირემი რომელიც 9 წლისა იყო სანდო ინფორმაციის საშვალებით ვიცი, რომ 1989 წელში დაუკლეს ვიღაც სამთავრობო სტუმრებს და მწვადებად მიართვეს. სამწუხაროა რომ ჩვენში ეს სისტემა საერთოდ მოშლილია და უფუნქციოა, არადა საქართველოში მართლაც რომ ბლომად უნდა იყოს სატყეო-ნაკრძალ მეურნეობები, სახელმწიფო უნდა ანხორციელებდეს და უზრუნველყოფთეს ცხოველების შემოყვანას სხვადასხვა ქვეყნებიდა, მათ გამრავლებას და მოვლა-პატრონობას.