აშშ-ში, კალიფორნიაში მსოფლიოში ყველაზე მახინჯი ძაღლის გამოსავლენად კონკურსი ჩატარდა. მთავარი ჯილდო ძაღლმა, მეტსახელად - იოდამ მოიპოვა. ის ჩიხუახუასა და ჩინური ჯიშის ძაღლის ნაჯვარია.
იოდა 14 წლისაა და კილოგრამზე ნაკლებს იწონის. მისი მფლობელი კალიფორნიის მცხოვრები ტერი შუმახერია. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძაღლი ქუჩაში იპოვა. თავდაპირველად მას ლეკვი ვირთხა ჰგონებია. იოდას გამარჯვება ალაგ-ალაგ ამოსულმა ბეწვმა, გადმოგდებულმა ენამ და მელოტმა თათებმა მოუტანა.
ბოლო დროს ე.წ. "ჯიბის ძაღლებს" ყველაზე მახინჯი ძაღლების ტიტულს ანიჭებენ. 2010 წელს კონკურსის გამარჯვებული, ჩიხუახუას ჯიშის ცალთვალა ძაღლი, მეტსახელად ები გახდა.
2011 წელს ეს კონკურსი უკვე ოცდამესამედ გაიმართა.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე ჰიპერლინკი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!