სარანსკში ჩატარდა მონადირე ძაღლების გამოფენა. ჯიშების საუკეთესო წარმომადგენლები გახდნენ: დიდ ძაღლებში - რუსული მდევარი ”პლაკსა”, (მფლობელი - ევგენი მელკოვი). ხოლო პატარა ჯიშებში - კოკკერსპანიელი ”ბონდი” (მფლობელი - ვიქტორ იაკუშინი).
აგრეთვე მონადირე ძაღლების გამოფენა ჩატარდა ტომსკშიც. მყეფრები და მწევრები, ტაქსები და მდევრები. 100-ზე მეტმა ტომსკელმა მონადირემ გამოიყვანა თავისი ოთხფეხა მეგობარი ყოველწლიურ გამოფენაზე. როგორ გრძნობს თავს ციმბირში აფრიკული მყეფარი (лайка)? და რაზე ჯობია ინადირო ჯეკრასსელტერიერით?
არც ჩერეპოვეცში ჩამორჩნენ მონადირეები სხვებს. აქაც 130-ზე მეტი მონადირე ძაღლი იქნა წარმოდგენილი გამოფენაზე.
ძაღლების იშვიათი ჯიშები, მათ შორის ”თეთრი შვედური ელკჰაუნტი” და ”კარელიის მედათვე (карельская медвежья)” იქნა წარმოდგენილი პსკოვის სრულიად რუსეთის გამოფენაზე «Псковские встречи-2011», რომელიც ჩატარდა 12 ივნისს ქალაქ პსკოვში. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 300-მდე ძაღლმა.
შაბათს, 11 ივნისს აგრეთვე რიაზანშიც ჩატარდა სრულიად რუსეთის სერტიფიცირებული, ყველა ჯიშის ძაღლის გამოფენა «Есенинская Русь».
ხოლო კიევში ჩატარდა მაწანწალა ძაღლების გამოფენა. ”ჯიში არაფერია, მეგობრობა - ყველაფერი” - ამ დევიზით კიევში შეიკრიბა 200-მდე ”დვარნიშკის” მეპატრონე, რათა შეეჯიბრებინათ თავიანთი ძაღლები ”ყველაზე უჯიშო”-ს ტიტულისათვის. "Барбос-2011"-ში გაიმართა ყველანაირი კონკურსი, დაწყებული ცეკვებიდან, დამთავრებული პროფესიონალური წრთვნით. ყველაზე პრესტიჟული გახდა ნომინაცია - ძაღლისა და მისი პატრონის მსგავსება. ირინას ისე სურდა გამარჯვება, რომ შეკერა სპეციალური სამოსები: ერთი ”ლასკასთვის”, მეორე თავისთვის. დამთავრდა გამოფენა ჩემპიონების პარადით. იმ ძაღლებმა, ვინც მედალი ვერ მიიღეს, სულაც არ გაბრაზებულან. ამის გამო რა, ისინი ისევ ისე აღარ ეყვარებათ თუ?!
წმიდა ტრიფონის ნაციონალური ფონდის, mordoviatv.ru-ს, tomsk.sibnovosti.ru-ს, 7info.ru-ს მასალების მიხედვით
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!