მთავარი » 2011»ივნისი»14 » რითი განსხვავდება ყვავის ტვინი თუთიყუშის ტვინისგან
19:51:49
რითი განსხვავდება ყვავის ტვინი თუთიყუშის ტვინისგან
ვენის და ოქსფორდის უნივერსიტეტების მკვლევარებმა ყვავისა და თუთიყუშის აზროვნება შეადარეს. ექსპერიმენტისთვის რამდენიმე თუთიყუში და ყვავი შეარჩიეს.
ფრინველებს ყუთიდან საკვები უნდა ამოეღოთ. ყუთი გამჭვირვალე პლასტმასისგან იყო დამზადებული და დახრილი ძირი ჰქონდა.
ამოცანა 4 ხერხით უნდა გადაწყვეტილიყო. ფრინველს საკვები მასზე გამობმული ძაფით, მილით, ყუთზე გაკეთებული ნახვრეტით, ან ყუთზე შებმული კარის გამოღებით უნდა მოეპოვებინა.
ექსპერიმენტის შედეგად მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფრინველები საკვების მოპოვებას სხვადასხვა მეთოდით ცდილობდნენ.
ყვავები საქმეს უფრო "დაფიქრებულად" და სიფრთხილით უდგებოდნენ, ცდილობდნენ ზედმეტი მოძრაობა არ გაეკეთებინათ. თუთიყუშები კი ამოცანის გადაჭრას უხეშად ცდილობდნენ. ისინი ყუთს პირდაპირ შუბლით ეჯახებოდნენ და როცა ხვდებოდნენ, რომ ძალით არაფერი გამოვიდოდა, მერე იწყებდნენ სხვა გზების ძიებას. საინფორმაციო პორტალი ამბები.გე ჰიპერლინკი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!