მთავარი » 2011»ივნისი»2 » საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება #30
12:54:59
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება #30
ვებ პორტალი,110511008, 11.05.2011 სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016016
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №30
2011 წლის 10 მაისი ქ. თბილისი ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე
„ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ჰ” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-5 პუნქტებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები დანართის შესაბამისად. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღების დამტკიცების თაობაზე" საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №34 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მ. ვალიშვილი
ნადირობისა და თევზჭერის დაწყებისა და დამთავრების თარიღები
მუხლი 1
ნადირობა ნებადართულია შემდეგი სახეობის ფრინველებზე შემდეგ ვადებში: ა) მწყერზე, გარეულ მტრედზე, ჩიბუხაზე, ჩვეულებრივ გვრიტზე, ქედანზე, გვიძინზე (გულიოზე) – აგვისტოს მესამე შაბათიდან 15 თებერვლამდე; ბ) ტყის ქათამზე – 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე; გ) წყალმცურავ ფრინველებზე (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე.
მუხლი 2
ლიცენზირებული თევზჭერა ნებადართულია შემდეგ მდინარეებზე და მათ შენაკადებში: ა) მტკვარი – თურქეთის საზღვრიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე – 1 სექტემბრიდან 30 აპრილის ჩათვლით; ბ) ალაზანი და იორი – 1 სექტემბრიდან 15 ნოემბრამდე; (ქვემო ქედიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე) გ) მდინარეების – ფსოუს, ბზიფის და კოდორის შესართავებში – ერთი კილომეტრის დაცილებით მარჯვნივ და მარცხნივ, ორი კილომეტრის მანძილზე ზღვის სიღრმეში – 1 ნოემბრიდან 19 მარტამდე.
შავ ზღვაში კანონმდებლობით დადგენილი წესით თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში: ა) კეფალი-პელენგასი – მთელი წლის განმავლობაში; ბ) აზოვისა და შავი ზღვის ქაფშია – 1 ოქტომბრიდან 30 აპრილის ჩათვლით; გ) კამბალა-კალკანი – 1 ივლისიდან 15 თებერვლამდე; დ) თევზჭერისათვის დაშვებული სხვა სახეობების ჭერა – 1 ივლისიდან 30 აპრილის ჩათვლით; ე) მოლუსკები – მთელი წლის განმავლობაში.
მუხლი 6
პალიასტომის ტბაში თევზჭერა დაშვებულია შემდეგ ვადებში: ა) კეფალი (ლობანი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე; ბ) კეფალი (პილენგასი) – 1 ივლისიდან 1 მაისამდე; გ) ოქროსფერი კეფალი – 1 ივლისიდან 1 მაისამდე; დ) ქარიყლაპია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; ე) შავი ზღვის ქაშაყი – 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე და 1 იანვრიდან 1 აპრილამდე; ვ) შამაია – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; ზ) მცირე ვიმბა – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; თ) კარჩხანა – 1 სექტემბრიდან 1 მაისამდე; ი) კობრი – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; კ) ლოქო – 1 იანვრიდან 1 აპრილამდე და 1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე; ლ) ღორჯო (მდევარი) – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; მ) მრგვალი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე; ნ) შავი ღორჯო – 1 სექტემბრიდან 1 აპრილამდე.
მართალი ხართ ბატონო ნუგზარ,ძუსტად 25 მარტამდე უნდა იყოს ნადირობის სეზონი,მარტის ბოლოდან იწყება უკვე გამრავლება და რა აზრი აქვს სეზონის 1თვით ადრე დახურვას?იქნებ შემდეგ მაინც გამოვიდეს რამე
როდის იყო ხალხის აზრს ითვალიწინებდა რომელიმე მთავრობა.ესენი gამონაკლის ხოარ დაუშვებდნენ სირცხვილი იქნებოდა.იმედი ვიქონიოთ ყველა სფეროს თავისი პროFესიონალი უხელმძღვანელებს და ყველაფერი კარგად იქნება ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა რომ არაერთი წერილი დაუწერე და მივმართე გ.დ.ი. სამინისტროს, სადაც დეტალურად მქონდა ახსნილი ჩემი არგუმენტები, როდესაც მივმართავდი ნადირობის სესონის ვადების შეცვლის აუცილებლობაზე. ვთხოვდი დაწყებულიყო ნადირობა 15 აგვისტოდან და გაგრძელებულიყო 25 მარტამდე. ორჯერ გამომეხმაურნენ და დამპირდნენ რომ გადახედავდნენ სპეციალისტებთან ერთად და აუცილებლად მოახდენდნენ რეაგირებას. მაგრამ რას იზამ _ ძაღლლი ისევ ყეფს და ქარავანი ისევ მიდის...
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!