მთავარი » 2011»მაისი»30 » 22 მაისს კინოლოგების საერთაშორისო ფედერაცია 100 წლის გახდა
20:57:14
22 მაისს კინოლოგების საერთაშორისო ფედერაცია 100 წლის გახდა
1911 წლის 22 მაისს ბელგიის ქალაქ ტიუენში (Thuin) დაარსდა კინოლოგების საერთაშორისო ფედერაცია. დღეს, საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაცია (FCI, ფრანგ. - Federation Cynologique Internationale) - ეს არის კინოლოგიური ფედერაციების საერთაშორისო ასოციაცია, შექმნილი კინოლოგიისა და სუფთა სიხლის მეძაღლეობის განვითარებისა და შენარჩუნების მიზნით. მისი წევრები არიან სხვადასხვა ქვეყნის კინოლოგიური ორგანიზაციები (თითოეული ქვეყნიდან თითო ორგანიზაცია). 2009 წლის მონაცემებით, ფედერაციაში შედის 83 სახელმწიფოს ნაციონალური კინოლოგიური ფედერაცია.
FCI-ის საქმიანობის სფეროში შედის: ძაღლების სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებისა და მათი სამუშაო თვისებების შემოწმების რეზულტატების დამუშავება შესაბამისი ტიტულების მინიჭებით, საერთაშორისო ჩემპიონების ტიტულების დამოწმება, ჯიშების სტანდარტებისა და საერთაშორისო შეთანხმებების განახლება და თარგმნა FCI-ის ენებზე, საერთაშორისო გამოფენებისა და ღონისძიებების კალენდარის შექმნა, სპეციალური ლიტერატურის გამოცემა და ა.შ.
FCI-ის თითოეულ წევრ-ქვეყანას აქვს თავისი საგვარეულოები და ჰყავს საკუთარი მსაჯი-ექსპერტები, რომლებიც აღიარებულია თითოეული წევრის მიერ. 2009 წლის მონაცემებით FCI ცნობს 339 ჯიშს, რომლებიც კლასიფიცირებულია 10 ძირითად ჯგუფში. თითოეული ჯიში ეკუთვნის ერთერთ რომელიმე წევრ-ქვეყანას, რომელიც აყალიბებს ამ ჯიშის სტანდარტს, ხოლო სტანდარტს ამტკიცებს FCI.
კინოლოგების საერთაშორისო ფედერაციის შექმნის ინიციატორები იყვნენ გერმანია, ავსტრო-უნგრეთი, ბელგია, საფრანგეთი, ნიდერლანდები.
zabinfo.ru-სა და წმიდა ტრიფონის ნაციონალური ფონდის მასალების მიხედვით
საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის საქმიანობისა და მისი წევრების სიის გასაცნობად რუსულ ენაზე მიმართეთ ”ბაზიერზე” ამ ბმულს
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!