ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2011 » მაისი » 13 » ყირგიზეთის ნაციონალური ნადირობის ფესტივალი ”სალბურუნ”    

20:54:39
ყირგიზეთის ნაციონალური ნადირობის ფესტივალი ”სალბურუნ”

ყირგიზეთის ისსიკ-ყულის ოლქის ტიუპსკის რაიონში ჩატარდა სპორტული-საბრძოლო თამაშები - ”სალბურუნ”. მისი ორგანიზატორის, ტონის რაიონის ნაციონალური ნადირობის მოყვარულთა ასოციაციის თავმჯდომარის, ალმაზბეკ აკუნოვის თქმით, ”სალბურუნ” მოიცავს ყირგიზთა წინაპრების კომპლექსურ, ჯგუფურ, სპორტულ ნადირობას მშვილდით, დამჭერი ფრინველებითა და ტაიგანებით. ღონისძიების მიზანია ეროვნული სამონადირეო ხელოვნების აღორძინება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იყო მომთაბარე ხალხის ყოფისა და კულტურის განუყოფელი ნაწილი.

შეჯიბრებები ტარდება უკვე მეხუთედ. ყოველწლიურად ორგანიზატორები იზიდავენ სულ უფრო და უფრო მეტ მაყურებელს.

”სალბურუნ 2011”-ზე მონაწილეობდა 130-ზე მეტი სხვადასხვა ასაკის მონადირე. ღონისძიება დაიწყო ტრადიციული საერთო ლოცვით და შამანის ცეკვით ცეცხლთან.
გამოცდილმა არწივით მონადირეებმა, ყირგიზული მწევარის, ტაიგანის მოყვარულებმა და მშვილდოსნებმა მრავალათასიანი პუბლიკის წინაშე წარმოადგინეს თავიანთი ოსტატობა. "მომავალში კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მოვიწვევთ რესპუბლიკის სამხრეთი რეგიონებისა და ყაზახეთის წარმომადგენლებს" - განაცხადა ალმაზბეკ აკუნოვმა.

ფესტივალის ყველაზე სანახაობრივი ეტაპი იყო ტაიგანებით მგლების დევნა. ეხლა ქვეყანაში საუბრობენ ძაღლის ამ ჯიშის გადარჩენის აუცილებლობაზე. დაუფიქრებელი, განურჩეველი შეჯვარების გამო ყირგიზული მწევარი გადაშენების ზღვარზეა. მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მიხედვით ტაიგანებს არ ყიდიან და არ ყიდულობენ, მათ მხოლოდ ჩუქნიან. ისინი ყირგიზი მომთაბარეების პირველი დამხმარეები არიან.

ფესტივალის შემდეგი ეტაპი იყო არწივებით (беркут) ნადირობა.

რუსლანმა - ამ ღონისძიების ყველაზე ახალგაზრდა მონაწილემ, თავისი არწივი დაჭრილი იპოვა მთაში. მას შემდეგ რაც შეძლო მისი განკურნება, მტკიცედ გადაწყვიტა, გამხდარიყო მონადირე. მონადირეები არწივით ნადირობენ მსხვილ ნადირზე - მელაზე და მგელზეც კი. მოხუცები იგონებენ შიმშილობის პერიოდს, როდესაც ერთ ფრინველს შეეძლო მთელი სოფლის გამოკვება.

ცნობისათვის

შუა აზიის მომთაბარე ხალხები, კერძოდ, ყაზახები, ყირგიზები და მონგოლები არწივს (беркут) იყენებდნენ როგორს დამჭერ ფრინველს მელაზე, კურდღელზე, ზოგჯერ კი მგელზე, საიგაკზე და ჯეირანზე სანადიროდ.

არწივით ნადირობის ტრადიციას აქვს დიდი ხნის ისტორია. ამაზე მეტყველებენ პეტროგლიფები - ნახატები კკლდეებზე, რომლებიც მონგოლეთშია ნაპოვნი და მიეკუთვნებიან XVI—XIV საუკუნეებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. შთამომავლობით არწივით მონადირეებს უწოდებენ ”კუზბეგი”. ისინი ნადირობის ხელოვნებას სწავლობენ ბავშვობიდან და გადასცემენ შთამომავლობიდან შთამომავლობას. დამწყები ბაზიერები თავიდან სწავლობენ მიმინოსთან (ястреб перепелятник, Accipiter ninus), მარჯანთან (чеглок, Falco subbuteo) ურთიერთობას, შემდეგ ისინი ათვინიერებენ ქორს (ястреб тетеревятник, Accipiter gentilis), გავაზს ანუ ბარს (балобан, Falco cherrug), შავარდენს (сапсан, Falco peregrinus) ან სონღულს (кречет, Falco gyrfalco, Falco rusticolus). მხოლოდ ამის შემდეგ ანდობენ დამწყებს უფრო მსხვილ, უფრო ძლიერ და საშიშ მთის არწივის (беркут, Aquila chrysaetos) გაწრთვნას, ისიც ყოველთვის გამოცდილი ზედამხედველის მეთვალყურეობის ქვეშ. ყაზახები ფრინველს, ასაკიდან გამომდინარე, სხვადასხვაგვარად უწოდებენ: ერთი წლისას - ბალაპან, ორი წლისას - კანტუბიტ, სამი წლისას - ტირნეკ, 4 - ტასტულეკ, 5 - მუზბალაკ, 6 - კოკტუბიტ, 7 - კანა, 8 - ჟანა, 9 - მაიტუბიტ, 10 - ბარკინ, 11 – ბარშინ, 12 - შოგელ. მთის არწივის გაწრთვნას სჭირდება თვეები და წლებიც კი.

როგორც წესი, გასაწრთვნელად ვარგისია ახალგაზრდა, მაგრამ უკვე მფრინავი არწივი. გარეული ფრინველის დაჭერას ერთი-ორი დღე უნდებიან. მონადირე აგებს ბადეს იქ, სადაც ნადირობს ფრინველი. სატყუარად იყენებს მტრედს ან კაკაბს. დაჭერილ არწივს რამოდენიმე დღის განმავლობაში აშიმშილებენ და არ აძლევენ ძილის საშუალებას. ”კუზბეგი” განუყრელად იმყოფება ფრინველთან, ელაპარაკება მას. შემდეგ არწივს ასწავლიან ხელიდან საკვების მიღებას. თავიდან მტაცებელი არ ღებულობს საჭმელს ადმიანისაგან და აგრესიასაც გამოხატავს მის მიმართ, მაგრამ თანდათანობით იგი ამას ეჩვევა და ხდება უფრო დამჯერი. შემდეგი ეტაპია ”მიტევება”, სატყუარად იყენებენ თივით გატენილ მელიის ფიტულს, რომელიც გამობმულია გრძელ თოკზე (ადრე ვარჯიშობდნენ ცოცხალი ძაღლის გამოყენებით). მშიერი მტაცებელი გამოჰყავთ გარეთ თავზე ჩამოცმული ჩაჩით, რომელსაც მოხდიან მსხვერპლის თანდასწრებით. არწივს არ აძლევენ დამორჩილებული მსხვერპლის გაგლეჯის, დაკორტნის საშუალებას, მაგრამ სამაგიეროდ აჯილდოვებენ ხორცის ნაჭრით. არწივს აგრეთვე აჩვევენ უნაგირს, იგი პატრონს გაჰყავს სტეპში და აჩვევს მუდმივ რწევასა და ფლოქვების ხმას. განსაკუთრებული მომენტია - ფრინველის ვარჯიში ”კუზბეგი”-ს ხელზე დასაბრუნებლად. ბევრი გაკვეთილის შემდეგ მთის არწივი მზადაა სანადიროდ და ამასთან, იმდენად ეჩვევა თავის პატრონს, რომ უკვე აღარ ცდილობს, გაუფრინდეს მას.

ნადირობენ ზამთარში ცხენიდან, როგორც წესი, დილით და საღამოს. არწივი არ დაჰყავთ ისევე, როგორც მსუბუქი შევარდნები, არამედ მას ათავსებენ ცხენზე ბაზიერის წინ. უნაგირის წინა ნაწილზე მაგრდება სპეციალური მბრჯენი საყრდენით, რომელზედაც მხედარი აყრდნობს სქელ და გრძელ საბუხარში (ხელთათმანი) გაყრილ ხელს, ხოლო საბუხარზე ჯდება არწივი. თვალებზე ჩამოცმული ეჟვნებიანი ჩაჩი არწივს უქმნის ღამის, სიმყუდროვის შეგრძნებას, რათა მან ყურადღება არ მიაქციოს გარშემო არაფერს. ტყავის თასმები და სამკერდე არ აძლევენ მას დროზე ადრე აფრენის საშუალებას.

ბაზიერი, როგორც კი ნადირს დაინახავს, შეშფოთებული შეძახილით უშვებს თასმებს, ხსნის არწივს ჩაჩს და უბიძგებს ფრინველს ზემოთ. აფრენილი მტაცებელი დიდი სისწრაფით ესხმის თავს მსხვერპლს, ჩაეჭიდება მას ბრჭყალებით, ურტყავს ფრთებს, ნისკარტით უჩეჩქვავს თავს, ან ღადრავს ყელს. მხედარი ცხენით მიისწრაფის მისკენ, უახლოვდება და მოფერებით, ტკბილი საუბრით ითანხმებს მტაცებელს, რომ დათმოს ნანადირევი. როგორც კი ”კუზბეგი” მიიღებს ნანადირევს, მყისვე აჯილდოვებს არწივს ხორცის ნაჭერით, მაშინვე ატყავებს ნადირს, ხოლო არწივს ისევ აფარებს თვალებზე ჩაჩს, უჭერს თასმებს და სვამს უნაგირზე.

არწივით კურდღელზე და მელაზე ნადირობა ითვლება შუა აზიის ღირსშესანიშნაობად. სულ ახლახან ყაზახეთში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი სპორტის ამ ეროვნულ სახეობაში, რომელიც ყაზახეთის დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. მონადირეთა სიტყვებით, მათ სურთ, მიიტანონ ახალგაზრდებამდე წინაპრების ტრადიციები. შევარდნით ნადირობა ყოველთვის პოპულარული იყო ყაზახეთის მმართველთა შორის. მხედარი, დამჭერი ფრინველით ხელზე, ბევრი ხანია, რაც იქცა აზიური სტეპების სიმბოლოდ. საბჭოთა რეჟიმის დროს ბაზიერობა ითვლებოდა ელიტალურ საქმიანობად და მთავრობა ცდილობდა, შეწინააღმდეგებოდა მის გავრცელბას. მაგრამ, მას შემდეგ, რაც ყაზახეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ქვეყანაში გაიზარდა ნადირობისადმი ინტერესი. დღესდღეობით ყაზახეთში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული 40-მდე ბაზიერი. ბევრი ყაზახი მონადირე ცხოვრობს მეზობელ მონგოლეთში.

წმიდა ტრიფონის ნაციონალური ფონდის, 24kg.org-ისა და www.stan.tv-ის მასალების მიხედვით.



წყარო
კატეგორია: ბაზიერი | ნანახია: 5301 | დაამატა: მონადირე | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 gigagiga239   (14.05.2011 12:46:49) [მასალა]
ძალიან კარგია... 10 166 166

0   Spam
3 bizona   (14.05.2011 01:57:56) [მასალა]
საინტერესოა 166 166 10

0   Spam
2 giorgparkauli   (13.05.2011 21:32:57) [მასალა]
უყურე შეეენ!!!! 10 10 10

0   Spam
1 nugomonadire   (13.05.2011 21:14:18) [მასალა]
კარგი და ძალიან საინტერესო თემაა... 166 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика