6 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის დელფინარიუმი ოფიციალურად გახსნა. დელფინების შოუს პრეზიდენტთან ერთად გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე ესწრებოდნენ. 20 წლის შემდეგ ბათუმში დელფინარიუმი კვლავ გაიხსნა. ამჟამად დელფინარიუმში სულ 15 დელფინი და 4 ზღვის ლომი ჰყავთ. ნახევარსაათიან წარმოდგენაში იაპონიიდან ჩამოყვანილი და საგანგებოდ გაწვრთნილი დელფინები იღებდნენ მონაწილეობას. დელფინები ბათუმში იაპონიის საელჩოს ხელშეწყობით და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს" მხარდაჭერით ჩამოიყვანეს. ზღვის ძუძუმწოვრებთან 2 თვის განმავლობაში მწვრთნელები მუშაობდნენ. ბათუმში პირველად დელფინარიუმი 1975 წელს დაარსდა. მნახველებს დელფინების წარმოდგენაზე დასწრება 1 ივნისიდან შეეძლებათ. moe.gov.ge-ს მასალებიდან
წყარო:
|