გ.დ.ი სამსახურმა დამატებითი ჯგუფები გამოჰყო მთელი ქვეყნის მაშტაბით ბრაკონიერობასთან და სამონადირეო წესების დამრღვევთა წინააღმდეგ საბრძოლველად. 30-40 კაციანი ჯგუფია გამოგზავნილი და ხვალიდან დაიწყებენ რეიდებს დასავლეთ საქართველოში. ინფორმაციის თანახმად, იმ ტერიტორიებზე სადაც მწყერზე ნადირობენ იმერეთის რეგიონში ყველგან მოეწყობა რეიდი. ასევე მოგვეპოვება ინფორმაცია, რომ სადამსჯელო სანქციები იქნება მკაცრი: ფულადი ჯარიმების გარდა მოხდება სანადირო იარაღის(თოფის ჩამორთმევა) კონფისკაცია 2011-2012 წ.წ. ნადირობის სეზონის დახურვამდე. მსგავსი რეიდი აღნიშნულმა სამსახურმა მოაწყო გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, როდესაც 57 კანონდამრღვევი ბრაკონიერი იქნა გამოვლენილი(ფარზე მონადირეები და დენის აპარატით მოთევზავეები) მხოლოდ ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სამტრედია, ვანი-ბაღდადის და ზესტაფონის ტერიტორიებზე. ეს ინფორმაცია არის ოფიციალურ სანდო წყაროებზე დაყდნობით მოპოვებული და ყველას მოუწოდებ თავი შეიკავონ სამონადირეო წესების უხეში დარღვევებისგან, ანუ გასამრავლებლად მოსული და დაბუდებული მწყერის განადგურებისგან...
ბრაკონიერობა არ შემწყდარა სამწუხაროდ და არც არავის ეშინია, თოფის ხმა კი იმიტო არ ისმის რო არაფერია სასროლი, მთელი სეზონი არ ყოფილა იხვი და ქათამი და ახლა ვინღა ნახავს საინტერესოა რას შემოგვთავაზებს ახალი სისტემა ამ დანაშაულთან საბრძოლველად. ის ფაქტი რო სადღაც 1-2 ბრაკონიერი დაიჭირეს არაფერია, მაგრამ სულ არაფერს ჯობია
კარგია,თუ ბრაკონიერობა მოისპობა,შეიძლება მტლიანად არ მოისპოს მაგრამ,საგრძნობლად თუ შემცირდება მაინც კარგია,ყველა ნამდვილ მონადირეს შხამად ესმის ყურში ივნისში და ივლისში თოფის ხმის გაგონება.
დასავლეთში როგორ ებრძვიან ბრაკონიერობას არ ვიცი მარა აღმოსავლეთში რო არფერს არ აკეთებს გ.დ.ი. ეგ ყველამ ვიცით ბარტყებსაც ხოცავენ და ბუდეზე დამჯდარ დედა მწყრებსაც, მაგიტომ არის რომ სეზონზე მწყერი აგარაა,აღარაფერს ვამბობ "მანოკით" მონადირეებზე! ამ საქმეს სერიოზული მიდგომა ჭირრდება რაც ჩვენ მომღერალ მინისტრს არ აინტერესებს,მე რასაც დავაკვირდი რაც მწყერზე მასობრივად დაიწყო მანოკით ნადირობა აღარ არის იმდენი მწყერი რამდენიც ადრე იყო.
მე აეროდრომის ტერიტორიაზე ვცხოვრობ ქუტაიში და გული მისკდება რომ მტელი გამე პარიტ ნადირობენ ქატამზე ,,,,,,, დამაინტერესა რო ვინ იყვნენ და ვინ აგმოცჰნდატ არ გაინტერესებტ ცჰვენი სახელგანტქმული სამარტალდამცველები
მთავარია ადამიანი ადამიანს უნდა დაემსგავსოს მწყერი რომ იყოს ბლომად ერტი მესჰოკი არ უნდა მოკლა მოკალი 20 და წადი სახში სხვამაც ინადიროს აქამდე სანამ არ მივალთ არაფერი გვეშველება ეს არის სულ.
ეხ ბიჭებო აბა რა ვტქვათ კარგი ეხლა არ ვნადირობ სეზონის გახსნაზე აპარატით რო დაიცხებენ ნადირობას და ერყთ გასვლაზე 300-400 მცხერს დახოცავ ეგრე არა ეგ უარესი დარხვევა მე კიდევ მტელ სეზონზე სულ სადხაც 50 მცხერი უნდა მოვკლა აბა ეს ცესია
შარშან კასპის რაიონის სოფელ ერთაწმინდაში სეზონის გახსნამდე 1 კვირით ადრე მწყერი საკმაო რაოდენობით იყო.სეზონის გახსნაზე ჩანედით,ჩვენც ვიწვალეთ და ძაღლმაც.განადგურებული დაგვხვდა.სირცხვილია და მეტი არაფერი
ბრაკონერობაა შეწყდა მემგონი ღვთის წყალობითთ ამ დროს ჩემ სოფელში თოფისს უსიამვნო გრიალი ისმოდაა მაგრამ აი წელს რაც შეხებაა არც არავისგან გამიგია რო სადმე ბრაკონიერს წაწყდომოდნენ მე შევესწარი მხოლოდ ერთხელლ ერთ ფაქტსს წელს მაჰრამ იმათ ისეთი დღე დადგა რო ისენნი მეორეთ სანადიროთ არ გამოვლენ მემგოონიი
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!