ახალ ზელანდიაში აღდგომასთან დაკავშირებულ საქველმოქმედო მონადირულ ფესტივალზე მოკლულ იქნა 23000-ზე მეტი ბოცვერი. "სააღდგომო" ცხოველების მასშტაბურმა მკვლელობამ ( "სააღდგომო" კურდღელი ან ბოცვერი ითვლება აღდგომის სიმბოლოდ აშშ-სა დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში) გამოიწვია ბუნების დამცველებისა და ეკოლოგების აღშფოთება. თუმცა, ორგანიზატორები "ბოცვრებზე დიდი სააღდგომო ნადირობისა" (Great Easter Bunny Hunt), რომელმაც წელს 20 წლის იუბილე აღნიშნა, ამტკიცებენ, რომ მათი ღონისძიებები მხოლოდ ეხმარება ფერმერთა სავარგულებს მავნებლებისაგან გასანთავისუფლებლად. გარდა ამისა, მათ შეძლეს ადგილობრივი ბიუჯეტისათვის 3 500 ახალ ზელანდიური დოლარის ოდენობით შეწირულობების შეგროვება. (2 600 აშშ დოლარი). ფესტივალში მონაწილეობა მიიღო მთელი ახალი ზელანდიიდან 47 ჯგუფმა, თითოეულ ჯგუფში 12 მსროლელის შემადგენლობით. როგორც ადგილობრივ ცხოველთა დაცვის საზოგადოებაში განაცხადეს, დაუცველი მღრღნელების მკვლელობას ჰქონდა "საღამო"-ს ხასიათი და მიმდინარეობდა "დღესასწაულის ატმოსფეროში'. "ცხოველებზე სროლის საშუალება მისცეს ისეთ ადამინებს, რომელთაც ეს არ ეხერხებათ. მონადირეთა გამოუცდელობის გამო ბევრი ბოცვერი მძიმედ დაიჭრა და საათობით წვალობდა წინასასიკვდილო აგონიაში" - ჰყვებოდნენ ისინი. ru.tsn.ua-ს მასალების მიხედვით ცნობისათვის ბოცვერები ითვლებიან ერთ-ერთ უდიდეს უბედურებად ახალი ზელანდიისა და ავსტრალიისათვის, სადაც ისინი შეყვანილ იქნენ 1859 წელს. 16 შემოყვანილმა ბოცვერმა გამრავლება იწყო და 1900 წლისათვის მათი რაოდენობა ამვსტრალიაში უკვე 20 000 000-ს აღწევდა. ბოცვერი ჭამს ბალახს და ამით კონკურენციას უწევს ცხვარსა და მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს. უფრო მეტ ზარალს იგი აყენებს ავსტრალიის აბორიგენულ ფაუნასა და ფლორას, რადგან მიირთმევს მცენარეთა რელიქტურ სახეობებს და ავიწროვებს ადგილობრივ სახეობებს, რომლებიც ვერ უძლებენ სწრაფი გამრავლების უნარის მქონე ბოცვრებთან კონკურენციას. ბოცვრებთან საბრძოლველი მეთოდებია ნადირობა და მოწამლული სატყუარების გამოყენება. გარდა ამისა, ავსტრალიაში შეყვანილ იქნა ევროპული მტაცებლები: მელა, ქრცვინი (хорёк), ყარყუმი (горностай), სინდიოფალა (ласка). ზოგ ადგილებში აყენებენ სპეციალურ ბადისებრ ღობურებს, რათა შეზღუდონ ბოცვრის მიერ ახალი რაიონების ათვისება. ყველაზე უფრო ეფექტურ ბრძოლის მეთოდად გამოდაგა "ბაქტერიოლოგიური ომი" 1950-იან წლებში, როდესაც სცადეს ბოცვრების ინფიცირება მწვავე ვირუსული დაავადებით "მიქსომატოზით", რომელიც ენდემურია სამხრეთ ამერიკისთვის. პირველადი ეფექტი იყო ძალიან დიდი, ავსტრალიის ბევრ რეგიონში დაიხოცა ბოცვრების 90 %-ზე მეტი. გადარჩენილებს გამოუმუშავდათ იმუნიტეტი. ბოცვრების პრობლემა დღემდე მწვავედ დგას ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში. მხოლოდ ახალ ზელანდიაში ამჟამად ბინადრობს დაახლოებით 30 000 000 გარეული ბოცვერი. წმიდა ტრიფონის ნაციონალური ფონდის მასალების მიხედვით
წყარო:
|