150 კგ-იანმა დედა დათვმა ზამთრის გასატარებლად და ბელების გასაჩენად შეარჩია ელიტური ბუნგალო "დიპ-კრიკ-ლეინ"-ის რაიონში (შტატი მერილენდი). ბუნგალოს მფლობელებს უკვე მეორედ უწევთ სპეციალისტების გამოძახება დაუპატიჟებელ მდგმურებთან ურთიერთობის გასარკვევად. შტატი მერილენდის ბუნებრივი რესურსების სამმართველოს წამყვანმა სპევიალისტმა "დათვების საკითხებში" ჰარრი სპაიკერმა ექსპერტების ჯგუფთან ერთად "გამოათრია" დედა დათვი სახლის ქვემოდან თავის ბელებთან ერთად. თან ამის გაკეთება მას უკვე მეორედ მოუხდა. 2 წლის წინ დედა დათვს, რომელსაც, როგორც ჩანს, მშვენიერი გემოვნება აქვს, უკვე ქონდა მოწყობილი ბუნაგი სახლში შესასვლელი კიბეების ქვეშ ამავე რაიონში. და საერთოდ, ასეთი შემთხვევები იშვიათობას არ წარმოადგენს "ახალი ინგლისისათვის". როდესაც სპაიკერმა და მისმა ჯგუფმა სცადეს შეეხედათ კიბის ქვეშ, დათვმა გამოაჩინა კბილები და ხმამაღლა დაიბღავლა. ჰარრიმ ესროლა მას ტყვია "დამაძინებლით", რის შემდეგაც სპეციალისტებმა სცადეს გამოეტყუებინათ დათვი თავშესაფრიდან. ეს უნდა გაკეთებულიყო რაც შეიძლება სწრაფად, სანამ არ იმოქმედებდა წამალი. ამოდენა სხეულის გამოთრევა კიბის ქვეშიდან ხომ ვერაფრით ვერ იქნებოდა ადვილი საქმე. ხოლო იმ სახლში შესასვლელი კიბის მოშლაზე, რომელიც თითქმის 1.000.000$ ღირს, რატომღაც, რომ დათანხმდებოდნენ მფლობელები. თავიდან დედა დათვს არაფრით არ უნდოდა ხალხთან გამოსვლა, მაგრამ შემდეგ მაინც გამოძვრა და გაიქცა. იგი ახლომდებარე ტყემდე იყო მისული, როდესაც დასაძინებელმა საშუალებამ ბოლოს და ბოლოს იმოქმედა. მანამდე ჯგუფის წევრები იჭერდნენ ბელებს. 6 თვისანი, ისინი ჯერ კიდევ ძალზედ პატარები, ჩვეულებრივი ლეკვის ოდენები იყვნენ. სულ იყო სამი ბელი, ორი გოგო და ერთიც ბიჭი. მათ შეაბეს სპეციალური საყელურები, ხოლო კანის ქვეშ ჩაუყენეს სპეციალური მიკროჩიპები, რომლების მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება მათი ადგილსამყფელის დადგენა. ამ სამუშაოს შესრულება ახალი არ იყო ჰარრისთვის - მას უკვე ბევრჯერ მოუწია დათვებისთვის "ნიშნის დადება". სხვათაშორის, 13 წლის დედა დათვს უკვე ჰქონდა 2001 წელს შებმული GPS - საყელური. ჰარრის თქმით, ამ დათვის მეშვეობით მეცნიერებმა შეძლეს ბევრი ახალი ინფორმაციის მიღება დათვების ქცევების , მათი ბინადრობის არეალისა და კვების რაციონის შესახებაც კი. დედა დათვი და ბელები წაიყვანეს მთაში. იქ ბიოლოგებმა მათ ოჯახს მოუწყვეს ახალი, ფართო და მოხერხებული, თვით გაწყობილი ბუნაგი. ეხლა შტატ "მერილენდ"-ში დარჩენილია არც თუ ისე ბევრი დათვი - მხოლოდ 550. ადრე ამ ცხოველების რიცხვი გაცილებით მეტი იყო, თუმცა გასულ საუკუნეში დათვები მივიდნენ გადაშენების ზღვრამდე და მხოლოდ ნადირობის აკრძალვის შემდეგ პოპულაციამ დაიწყო ნელ-ნელა მატება. დათვების უმრავლესობა ბინადრობს ზუსტად "გარრეტ"-ის რეგიონში, იქ, სადაც მოხდა ეს ამბავი. ეს ადგილი პოპულარულია არა მხოლოდ დათვებში, არამედ ადამიანთა შორისაც, აქ დასვენებისათვის ბრწყინვალე პირობებია. "ტყეები სულ ცოტა და ცოტა რჩება და დათვებს უბრალოდ აღარსად აქვთ წასასვლელი - ამბობს ჰარრი - ეს დედა დათვი უბრალოდ ეძებდა ბუნაგისათვის შესაფერის ადგილს და სახლში შესასვლელი კიბის ქვეშ ადგილი მას იდეალურად მოეჩვენა". 5 ოთახიანი სახლის პატრონებმა, ოჯახურმა წყვილმა ქალაქი პოტომაკიდან, გამოაქვეყნეს განცხადება მრავალტანჯული ბუნგალოს გაყიდვის შესახებ. მათი აგენტი "უძრავი ქონების საკითხებში" ამბობს, რომ პატრონებს გადაწყვეტილი აქვთ შემოავლონ სახლს ღობე, რათა უსახლკარო დათვებმა ვეღარ შეძლონ სახლამდე მიღწევა. all4pet.ru-ს მასალების მიხედვით
წყარო:
|