ყველაზე საუკეთესო სატროფეო რქები, ჯამური შეფასებით 300 ბალი, სულ ეხლახანს შეფასდა კოლორადო-სპრინგსში. ოთხსხივიანი რქები ირმისა, რომელსაც სახელად ქვია ”გოლიათი”, ვერ ჩაეტია საშემფასებლო კრიტერიუმებში, რადგანაც შეფასების სისტემა არ ითვალისწინებს ასეთ ძლიერ მუტაციებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ეს არის იდეალური ტროფეი, საუკეთესო სატროფეო საქმის ისტორიაში. ნოი ვენდლანდი (ფოტოზე) გახლავთ ერთერთი ცნობილი კოლექციონერი და სამონადირეო ტროფეების გამფორმებელი კოლორადო-სპრინგსში, სწორედ ის გახდა სატროფეო საქმის ისტორიაში ყველაზე უნიკალური ირმის რქების მფლობელი. შარშან, როდესაც ირემი, განსაკუთრებული მუტაციის მქონე ახალამოყრილი რქებით, გამოჩნდა სამშენებლო კომპანიების ოფისების ახლომახლო, არავის ეგონა, რომ მას რქები ასეთი სახით დიდხანს შერჩებოდა. მუტაციები საკმაოდ არამდგრადებია და სრულ გამაგრებამდე, როგორც წესი ვერ აღწევენ. 2010 წლის ნოემბერში ფოტომოყვარულმა დენი ბენქსმა გადაიღო ეს ცნობილი ფოტო (ქვემოთ). მაშინვე გახდა გასაგები, რომ ბევრი მონადირე წავიდოდა ამ ტროფეის მოსანადირებლად. შემფასებლები წინასწარ ვარაუდობდნენ ამ ტროფეის შეფასებას 230-300 ბალიან დიაპაზონში. წინასწარვე დაარქვეს ტროფეის სახელი ”ორმაგი სხივი”. კოლორადო-სპრინგსში რქების შეფასების მიხედვით ეს ირემი ითვლება საუკეთესო ცოცხალ ირემად. ალბათ, სწორედ ასეთმა რქებმა შეუნარჩუნეს მას სიცოცხლე. ამიტომ აწი მას იცნობს ყველა. და აი, 2011 წლის თებერვალში ”ნადირობაც” დაიწყო. საქმე იმაში გახლავთ, რომ აუცილებელი არ არის ირმის მოინადირება, რათა გახდე იშვიათი ტროფეის მფლობელი. იშვიათი ექსპონატების დიდი ნაწილი იძებნება სპეციალისტების მიერ რქების გამოცვლის სეზონის შემდეგ. ძალიან დიდი დრო და ხანდახან 100-ობით მილის გავლაა საჭირო იმისათვის, რომ იპოვო იშვიათი ეგზემპლარი. მაგრამ ნილ კეიფერმა და ნოი ვენდლანდმა გადაწყვიტეს, რადაც არ უნდა დაჯდომოდათ, ეპოვათ ”გოლიათი”-ს რქები. არის შემთხვევები, როდესაც იშვიათ ცხოველთან მიკარებაც კი აკრძალულია. მაშინ რქებზე მონადირეები ყარაულობენ მათ მთელი სეზონის განმავლობაში ყოველ საღამოს, რადგან სწორედ დღე-ღამის ამ დროს ხდება რქების ჩამოყრა. მათ რამოდენიმე კვირის გატარება უწევთ ირმის საბინადრო ადგილებში იშვიათი ეგზემპლარის პოვნის მოლოდინში. ასეთი ირმის რქებზე მონადირენი არც თუ ისე ცოტა არიან, ამიტომ ვენდლანდი ამბობს, რომ იშვიათად თუ კარგი ეგზემპლარი დარჩება იმავე ადგილას, სადაც ჩამოვარდა ნახევარი საათის წინ. ცნობილ ირმებს, ისეთი როგორიცაა ”გოლიათი”, უთვალთვალებს ერთდროულად რამდენიმე რქებზე მონადირე. ერთ დღესაც, საღამოს ვენდლანდმა დაკარგა ირემი თვალთახედვის არედან და იპოვა იგი მხოლოდ მეორე დღეს, მაგრამ უკვე რქების გარეშე. ტროფეის მოძებნას ირმის დატოვებულ კვალზე დასჭირდა ძალიან დიდი დრო. ზოგჯერ რქებზე მონადირეებს უწევთ 5 დღის დახარჯვა ჩამოგდებული რქების მოსაძებნად, თუმცა ტროფეის პოულობენ საღამოს ირმის ბოლო დანახვის ადგილიდან 100-200 მეტრის რადიუსში. ”გოლიათი”-ს რქები, როგორც ცნობილი და სპეციალურად დაცული ირმისა, იმდენად ძვირფასი იყო ერთდროულდ რამდენიმე რქებზე მონადირისათვის, რომ ისინი ყველა ღონეს ხმარობდნენ ჩამოგდებული რქების დროულად მოსაპოვემლად. ერთერთმა ასეთმა მონადირემ სპეციალურად დაუყარა ირემს საკვები სატყუარები და ბურღულეული ისეთ ქვიან და ხეებიან ადგილებში, რომ ირემი იქ გავლისას რქებით წამოსდებოდა ან გაჭედილიყო ვიწროებში და დროზე ადრე ჩამოეგდო რქები. ყველა ამ ფოტოების გადამღები გრანტ ამბროზიც ერთერთი მათთაგანი იყო, ვინც ირემს უთვალთვალებდა. ნოიმ დაკარგა რა კონტაქტი ირემთან საღამოს, კვლავ აღმოაჩინა იგი მეორე დღეს 11:30-ზე, ხოლო თავად რქები - დაახლოებით 15 საათისათვის. პროფესიონალმა ექსპერტმა და შემფასებელმა ნიუმენმა ტროფეის შეფასების დროს მოიფიქრა ბრუტტო ანგარიში 268 ქულიდან და სუფთა შეფასება 238 და 5/8. საქმე იმაში გახლავთ, რომ არცერთი ამ შეფასებათაგანი არ შეიცავს თავის თავში იმას, რომ ოთხსხივიან რქებს აქვთ 26 დუიმიანი სიგანე სხვადასხვა მიმართულებით. რქების ასეთი სტრუქტურისა და ზომების გათვალისწინებით ითქვა, რომ ტროფეის საბოლოო შეფასება სავსებით დასაშვებია 300 ბალად. ტაქსიდერმისტებისათვის ყოველთვის ძნელია თავიანთ ნამუშევრებთან განშორება, რადგან იმ შემთხვევაშიც კი, როცა მასში იძლევიან დიდ თანმხას, მაინც ყველა შემთხვევა ძალზედ უნიკალურია თვითონ ოსტატისათვის და ძნელი წარმოსადგენია, რომ კონკრეტულ ეგზემპლართან განშორება იწვევდეს სიამოვნებას. ყოველ სამუშაოზე იხარჯება ოსტატის სულის ნაწილი და მასთან განშორებისას ეს უკანასკნელი შორდება თავისი თავის ნაწილსაც. ”გოლიათი”-ს რქებს გააკეთებენ სატროფეო საქმის ერთერთი სუკეთესო ოსტატები. ამერიკის შეერთებულ შტატებში რქებზე პროფესიონალური ნადირობით დაკავებულია სხვადასხვა ხალხი. ბოლო დროს ამ სპორტმა მოიპოვა სულ უფრო და უფრო მეტი პოპულარობა. მაგალითისთვის წარმოგიდგენთ ტიპიურ ცნობილ რქების შემგროვებლებს, რათა თქვენ შეძლოთ წარმოდგენა, თუ ვინ არიან ისინი - თანამედროვე რქებზე მონადირეები. კარლი ჯონსი, 28 წლის. კარლი რქებზე მონადირეა შთამომავლობით. მის ოჯახში რქებს აგროვებდა ბაბუა და აგროვებს მამამისი. და აი უკვე 8 წელიწადია კარლი თვითონ არის პრორესიონალი კოლექციონერი. მარკ უოტკინსი ითვლება ერთერთ ყველაზე ცნობილ ირმებზე მონადირედ და მათი რქების შემგროვებლად. მარკი ძირითადად ნადირობს მშვილდით და ეძებს რქებს კერძო სამფლობელოებში. 20 წლის რაილი ოტტენბრეიტი აგრეთვე რქებზე მონადირეა შთამომავლობით და დაკავებულია ამ სქმით მას შემდეგ, რაც 2008 წელს მამასთან ერთად იპოვა ირმის რქები 91 დუიმიანი გაშლილობით.
წყარო:
|