15 აპრილს მტკვარი დიდი რაოდენობით პოლიეთილენის ბოთლით და სხვა საგნებით დაბინძურდა. სპეციალისტების პირველადი მოკვლევით საყოფაცხოვრებო ნარჩენები მდინარეში სავარაუდოდ წყლის დონის მომატების და ჩქარი დინების გამო მოხვდა, რაც ბოლო დღეების უამინდობამ განაპირობა.
მშვიდობის ხიდიდან ორთაჭალის ხიდამდე, იქ სადაც მტკვარი ყველაზე მდორედ მოედინება, პლასტმასის ბოთლებით მდინარის ზედაპირის დიდი ნაწილი იყო დაფარული. თვითმხილველთა განმარტებით, მტკვარმა პლასტმასის ბოთლები 15 აპრილს დილიდან წამოიღო.
„ნაგავი, რომელიც დღეს მტკვარში მოხვდა, ის ნაგავია, რომელსაც ხალხი არასწორ ადგილზე ყრის. შემდეგ ეს ნაგავი გროვდება და წყალდიდობის დროს მდინარეებს ჩამოაქვთ, ამის შემდეგ უკვე ხვდება თბილისში. დიდი ბადეებით მტკვარი ლოკალურად დასუფთავდება. ქალაქის მერთან გვქონდა საუბარი, დედაქალაქის მერიაში მზადდება ღონისძიებები, რომ ზოგადად თბილისი იყოს დაცული, ასე ვთქვათ, ნაგვის მსგავსი დივერსიებისგან. მტკვარში ნაგვის მოხვედრის საწინააღმდეგოდ პრევენციული ღონისძიებები აუცილებლად უნდა გატარდეს." - განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ.
„დიდი რაოდენობით ნაგავი, რომლის უმეტესობა პოლიეთილენის ბოთლებია, შესაძლოა მტკვარში მიზანმიმართულად მოხვდა" - ეს ვერსია ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელობამ გამოთქვა. საქმის მოკვლევაში შესაბამისი უწყებებიც ჩაერთვებიან და ამ ვერსიის დადასტურების შემთხვევაში დამნაშავე პირები უმკაცრესად დაისჯებიან.
სწორს ამბობს. არ უნდა დაიყაროს ნაგავი სანაგვის გარდა არსად, ტყიდანაც შენი ნაგავი უნდა გამოიტანო და სანაგვეზე გადააგდო, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სანაგვეების საჭირო რაოდენობა და დროული გატანა. წარმოიდგინე, როგორი არასასიამოვნოა ნამდვილი მონადირისათვის, როცა ტყეში, წყალსაცავებში ნაბულის იხვზე ნადირობისას პოლიეთილენის ბოთლებს რომ ნახავ.
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს [ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა
ძებნა
მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!