მართალია ეს ჩვენ, საქართველოში ვერაფერ ხეირს ვერ მოგვიტანს, მაგრამ საჭიროდ ჩავთვალე მოკლე ინფორმაციის მოწოდება რუსეთში საგაზაფხულო ნადირობის შესახებ იმდენად, რამდენადაც მინდა, მონადირეთა ყურადღება მივაქციო იმ გარემოებისაკენ, რასაც, ასე თუ ისე, სახელმწიფოს მიერ ”ზრუნვა” ჰქვია მონადირეებზე. ამას ხომ ჩვენ მთლიანად მოკლებული ვართ. ბურიატია დათვზე ნადირობის სეზონი ბურიატიაში გაიხსნება 15 აპრილს. დათვის მონადირება დაშვებული იქნება 15 მაისამდე. 7-დან 22 მაისამდე ბურიატიის სამხრეთ რაიონებში გახსნილი იქნება სეზონი მამალ იხვზე, ბატზე, ტყის ქათამზე, როჭოზე და ყრუალაზე ტიხტიხის დროს (глухаря на току). ხოლო ჩრდილოეთ რაიონებში ფრინველების მონადირება შესაძლებელი იქნება 14-დან 29 მაისამდე. მორდოვა მორდოვაში საგაზაფხულო ნადირობის სეზონი დაიწყება 16 აპრილს და გასტანს 1 მაისამდე. ყრუალაზე ნადირობა დაშვებული იქნებ ტიხტიხისას, ბატზე - სამალავიდან, სატყუარებისა და პროფილების გამოყენებით, ტყის ქათამზე - საღამოსა და დილის გადაფრენებზე (на тяге). მოპოვების ლიმიტი: მაქსიმუმ 5 ტყის ქათამი და 3 მამალი იხვი დღეში. ტატარსტანი ტატარსტანში ასევე საგაზაფხულო ნადირობის სეზონი დაიწყება 16 აპრილს და გაგრძელდება 1 მაისამდე. ტომსკი ტომსკის ოლქში სეზონი გაიხსნება 23 აპრილს და 8 მაისამდე გაგრძელდება ოლქის სამხრეთი რაიონებისათვის, ხოლო ჩრდილოეთ რაიონებში ნადირობა იწარმოებს 7-დან 22 მაისამდე. ერთ მონადირეს დღე-ღამის განმავლობაში შეეძლება მოიპოვოს 2 ბატი, 3 მამალი იხვი, 5 ტყის ქათამი, 1 ყრუალა და 2 მამალი როჭო. თუ მონადირე გადააჭრბებს ნორმას, მას მოუწევს ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა 2000 რუბლის ოდენობით. სახალინი სახალინზე 20 აპრილიდან დაშვებული იქნება ნადირობა მურა დათვზე ცენტრალურ და სამხრეთი რაიონებისათვის. გაგრძელდება სეზონი 20 მაისამდე. ჩრდილოეთი რაიონებისათვის - 1 მაისიდან 1 ივნისამდე. მონადირეებს ეძლევათ 168 დათვის მონადირების უფლება. ყველა ლიცენზია, რომლის ფასია, 3000 რუბლი, უკვე გაყიდულია. მაგრამ რეზერვის სახით გათვალისწინებულია კიდევ 24 ცხოველის მონადირება მათი მხრიდან საშიშროების შემთხვევაში, მაგალითად, საქონელზე თავდასხმა. ჩელიაბინსკი 23 აპრილს გაიხსნება ნადირობის სეზონი ჩელიაბინსკის ოლქშიც. სეზონი იქნება ხანმოკლე. მამალ როჭოზე და ყრუალაზე - 8 მაისამდე, ხოლო წყალმცურავებზე მხოლოდ სამდღიანი. საერთო სარგებლობის სანადირო სავარგულებში სეზონი წყალმცურავებზე არ გაიხსნება საეროდ. გარდა ამისა, ბატზე ნადირობა აკრძალულია მთელი ოლქის ტერიტორიაზე. ეს დაკავშირებულია პოპულაციის შემცირებასთან. წყალმცურავებზე ნადირობა იწარმოებს მხოლოდ სპეციალურად განსაზღვრულ ტბებზე, როჭოზე და ყრუალაზე - ეგერების კონტროლის ქვეშ. აკრძალულია ნადირობისას წყალსატევებს შორის გადაადგილება და სროლა მფრინავ ობიექტებზე. ტიხტიზხე ნადირობისას რეკომენდირებულია, მონადირემ არ გამოიყენოს ხრახნილლულიანი იარაღი. რესპუბლიკა ”მარიი ელ” 16 აპრილს რესპუბლიკაში იხსნება ნადირობის სეზონი. ამ გაზაფხულზე აკრძალული იქნება ყრუალაზე ნადირობა რესპუბლიკის ყველა საერთო სარგებლობის სანადირო სავარგულში, აგრეთვე როჭოზე და ტყის ქათამზე ნადირობა რიგ რაიონებში. საზაფხულო ნადირობის სეზონის დროს 1 ივნისიდან 26 აგვისტომდე აკრძალული იქნება ნადირობა გარეულ ღორზე მთელი რესპუბლიკის ტერიტორიაზე. სანადირო რესურსების მოპოვებასთან დაკავშირებული განცხადებების მიღება და ნადირობაზე უფლების გაცემა ხდება ცხოველთა სამყაროს დეპარტამენტში, აგრეთვე თითოეულ რაიონში სახელმწიფო ინსპექტორების მიერ.
წყარო:
|