ყაზახეთი ყაზახეთში სოფელ აიშა-ბიბიში ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი სპორტის ნაციონალურ სახეობაში არწივით მონადირეთა შორის «Ең алғыр қыран», რომელიც მიეძღვნა ყაზახეთის დამოუკიდებლობის 20 წლის იუბილეს. 25 საუკეთესო არწივით მონადირე (беркутчи) ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან ჩამოვიდა ტურნირში მონაწილეობის მისაღებად. ტურნირის ძირითადი მიზანია დამჭერი ფრინველებით ნადირობის ძველისძველი ნაციონალური სახეობის შენარჩუნება, რომლის ხელოვნებაც სათუთად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, რადგან იყო სასიცოცოხლო მნიშვნელობის მომთაბარეთათვის. კარგად დაგეშილ არწივს ხომ, ისევე როგოც ყაზახურ ტაზის (სახელგანთქმული აბორიგენული ძაღლის ჯიში) შეეძლო რამოდენიმე ოჯახის გამოკვება შიმშილობის წლებში. შეჯიბრის მონაწილეებმა მოახდინეს მტაცებლების ხელზე მოსვლის დემონსტრირება 50, 75, 100 და 150 მეტრი დისტანციებიდან. არწივები და ქორები ანადირეს ”шырға”-ზე - მელიის ტყავზე, რომელსაც მიათრევდა მხედარი, შემდეგ ბოცვრებზე - 60 და 150 მეტრი მანძილიდან, აგრეთვე ტურაზე და მტრედზე. გამარჯვებული გამოვიდა კოზი-კორპეშ ბაიდაულეთული, არწივით მონადირე აკტიუბინის მხარიდან. მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ ბაზიერები ალმატინის და სამხრეთ-ყაზახეთის ოლქებიდან. ქორების შეჯიბრებაში საპატიო ფიედესტალზე ადგილები დაიკავეს ჟამბილელმა ბაზიერებმა (құсбегі) ბაუირჟან ეშმეტოვის დინასტიიდან შერნიაზ და ტურნიაზ ბაუირჟანებმა და ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილემ - 6 წლის გაზიზხან ბაუირჟანმა. გამარჯვებული კოზი-კორპეშ ბაიდაულეთული თავისი არწივით ბოლო წლებში ჟამბილის რეგიონში წარმატებულად ვითარდება ბაზიერული ხელოვნება. 2008 წელს ტურიზმის, ფიზკულტურისა და სპორტის საოლქო სამმართველოს ინიციატივით შეიქმნა ორი საბაზიერი სკოლა «құсбегі» ჟამბილისა და მოიინკუმის რაიონებში. გამოცდილი ოსტატების, ბაუირჟან ეშმეტოვისა და ჟაფარ სატილგანოვის ხელმძღვანელობით ათობით ახალგაზრდა ეუფლება ბაზიერობის საიდუმლოებებს. როგორ დაიჭირო და შემდეგ როგორ მოათვინიერო არწივი, შევარდენი და ქორი ისე, რომ ნადირობისას მან ყოველმიზეზგარეშე და ზუსტად შეასრულოს პატრონის ბრძანება? როგორ უნდა დაეუფლო ყაზახეთის ბაზიერების ფრინველთან იმ ”განსაკუთრებული კონტაქტის” დამყარების უნიკალურ ხელოვნებას, რომლის მეშვეობითაც უკვე დაგეშილ და გაწრთვნილ ფრინველებს შეუძლიათ დაუბრუნდნენ ბუნებრივ გარემოს და მოკლეხნიანი ადაპტაციის შემდეგ იცხოვრონ ადრინდელი თავისუფალი ცხოვრებით? აი, ამისა და სხვა ძველისძველი მეთოდების საიდუმლოებების შესახებ იღებენ ცოდნას ამ არაჩვეულებრივი სასწავლო დაწესებულებების მოსწავლეები. ემირატები ყველა აზიურ ქვეყანაში დამჭერი ფრინველებით ნადირობა აღიარებულია ნაციონალურ მემკვიდრეობად. არაბეთის ემირატებში შევარდნით ნადირობა - ეროვნული სპორტია. ბაზიერობით გატაცებულია ქვეყნის თითქმის ყველა ადგილობრივი მცხოვრები, დაწყებული ჩვეულებრივი მოქალაქეებიდან, დამთავრებული შეიხებით. გართობის ამ სახეობას ისტორიის სიღრმეში აქვს გადგმული ფესვები, როდესაც შევარდნით ნადირობა ემსახურებოდა ადგილობრივი მოსახლეობისათვის საკვების მოპოვებას. მოთვინიერებული შევარდნებით არაბები ნადირობდნენ მანამდეც, სანამ მათ მიწებზე აღმოცენდებოდა ისლამი. ეხლა ეს ელიტარული გართობაა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ მდიდართათვის. შევარდნის შენახვა და გაწრთვნა ჯდება ძალიან ძვირი - 100-დან 800 ათას დოლარამდე. მაგრამ ფრინველის მიტევების ყურებით განცდილ სიამოვნებას, რომელიც ელვისებურად იღებს სიმაღლეს, მონადირის გათვლილ მოძრაობებს, თითქოს ეს რაღაც მაგიური ცეკვააო, იღებს აბსოლუტურად ყველა - ახალგაზრდაც და მოხუციც, ღარიბიც და მდიდარიც. განსაკუთრებით, როდესაც შევარდენი ეწევა მსხვერპლს, ისეთი ვირტუოზული მანევრირებით, როგორიც მხოლოდ ამ ფრინველს შეუძლია. დამოკიდებულობა ბაზიერობასთან ძალზედ სერიოზულია. კარგ შევარდენში იძლევიან ხუთამდე სპორტულ აქლემს. ამ ნაციონალური ნადირობის სხვა თავისებურებები გამოიხატება შემდეგ სიტყვებში. ”დიდი ჯგუფი მთელ კვირას და უფრო მეტსაც ვატარებთ ხეტიალში, ქალაქის ხმაურისა და აურზაურისაგან მოშორებით ყველა თანასწორია: მეფეები და ვაჭრები, ემირები და ბედუინები. ყველა ჭამს ერთნაერ საჭმელს, სვამს ერთიდაიგივე წყალს. ესეთი შეხვედრები ჭკუის სასწავლებელია. აქ გებულობ ხასიათებს. აქ გამოიცდებიან ადამიანები” - წერს თავის წიგნში პრეზიდენტი შეიხ ზაიდი, რომელმაც ბრწყინვალედ იცის ამ საქმის ”ენა”. 16 წლის ასაკში ის დაემშვიდობა იარაღს და შეცვალა კარაბინი ”ფრთოსანი ტყვიით”. ემირატებში შევარდენთათვის არსებობს სპეციალური საავადმყოფოები აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობით, ისეთები როგორიცაა რენტგენი, გულის სტიმულატორები და ა.შ. არის შევარდენთა ბაზრები, ტარდება მსოფლიო ჩემპიონატები შევარდნით ნადირობაში, შევარდნების გამოფენები.
წყარო:
|