მთავარი » 2011»აპრილი»11 » კამჩატკაზე შესაძლოა აიკრძალოს იხვზე და ბატზე ნადირობა
16:03:06
კამჩატკაზე შესაძლოა აიკრძალოს იხვზე და ბატზე ნადირობა
ამ კვირაში კამჩატკის მხარეში გადაწყვიტავენ საკითხს ნადირობის აკრძალვის შესახებ იხვზე და ბატზე, რომელთაც გაატარეს ზამთარი ფუკუსიმაში. მხარის ცხოველთა სამყაროს დაცვისა და გამოყენების სააგენტოს წარმომადგენლის სიტყვებით, თეთრშუბლა ღერღეტები (белолобые гуси), აგრეთვე კუდსადგისა იხვები (шилохвость) და თეთრშუბლა იხვები (свиязь), რომლებიც გაზაფხულობით კამჩატკაზე ბრუნდებიან, ზამთრობენ იაპონიის ტერიტორიაზე, თან სწორედ ფუკუსიმას პრეფექტურის ჭაობიან სავარგულებში. აქედან გამომდინარე, ამ ფრინველებს შესაძლოა ქონდეთ მიღებული რადიაცია.
კამჩატკის მხარის მეცნიერებს აქვთ უტყუარი ცნობები იმის შესახებ, თუ საიდან მოფრინავენ ეს ფრინველები, რადგან მონადირებული ობიექტები დარგოლილია იაპონელების მიერ.
ცუდია მაგრამ თხუნელასავით წინასწარ თვალებს ნუდავითხრით; ვნახოთ რამოხდება არამგონია მასე გამწვავდეს ეგ საკითხი მაგრამ დაზღვეულებიც არაფრიდან არავართ რომახსენდება რამდენი იხვი და ბატი იყო -გრიპიანობის- დროს და ვერვნადირობდი ახლაც ცუდად ვხდები.
ისე მართალია, ჩერნობილიდან დაავადებუი საქონლის დიდი ნაწილი რუსებს მოქონდათ და საქართველოშI და მეზობელ ქვეყნებში ასაღებდნენ. იაპონიაში არავინ იცის რა მოხდება, რა აფეთქდება და რა გაჟონავს, მითუმეტეს ახლაც ცუნამის და უბედურობების საშიშროებაა მაგრამ რწმენას მაინც ნუ დავკარგავთ და იმედი ვიქონიოთ რო ცუდი არაფერი მოხდება.
რასაც ახლა ჩვენ უკრაინიდან რადიაციულ საკვებს და სხვა ქვეყნებიდან გენჯანდაბამოდოფიცირებულ საკვებს გვჩრიან, იმაზე მეტი რა იქნება. თან, არამგონია, იაპონიაში ნამყოფი იხვი ჩვენამდე აღწევდეს სეზონური მიგრაციისას. რადიაციიანი, ვერ გაატანს მეორე სეზონამდე, ან ვერ გამრავლდება(ან გამრავლდება და სირაქლემასხელა გახდება და მერე თქვი შენ, თუ ჩამოაგდე და თავზე დაგეცა. ან მუტაციით კბილები თუ ამოუვიდა და ღრენა დაიწყო ).
ძაან საწყენი ინფორმაციაა, шилохвость ები თებერვლის შუა რიუცხვებიდან ჩვენთანაც ბლომად მოფრინავენ,და ეხლაც ბევრია ჩვენთან, გაიგე ეხლა რადიაცია აქვს თუარა.ძალიან ცუდია ისე მახსოვს ერთ წელიწადს ქატმის გრიპი რო მძვინვარებდა ბატი მოვკალი და შეგვეშინდა დაგრიპული არ იყოსთქო მარა არაყი ჩაუფინეთ და გავრისკეთ ჭამა იმდენი ნიგოზი ქონდა დაყრილი იმას ვინ გააფუჭებდა:069: ისე ჩერნობილში ეხლაც არის რამედენიმე ადმაიანი დარჩენილი ვინც ეხლაც ცხოვრობ სიქ და ფრინველებიც ყავთ და ძაღლებიც,ასე რო ნუ გაუსწრებთ მოვლენებს წინ იხვობამდე გაირკვევა ყველაფერი
მინდა ავღნიშნო რომ ეს ძალიან მწვავე და არასასურველი საკითხია. თუ დაავადებული ფრინველებისგან სერიოზული საშიშროება ემუქრება რუსეთის ფედერაციის სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებს, შესაბამისად არ არის გამორიცხული იგივე საფრთხის წინაშე დადგეს რუსეთის აღმოსავლეთ და დასავლეთით რეგიონებიც. ესეიგი რა გამოდის, თუ რუსეთის, თურქეთის და აზერბაიჯანის ტერიტორიები იქნებიან იაპონიიდან დაავადებულ(რადიაცირებული) ფრინველის შემოფრენა - არშემოფრების საფრთხეების ზონებად გამოცხადებული __ ესეიგი არც საქართველოს რეგიონი იქნება რაიმე გაუთვალისწინებელი პრობლემებიდან დაზღვეული, ანუ სავსებით შესაძლებელია რადიაცირებული იხვი და ბატი შვენს ქვეყანაშიც კი მოხვდენენ...
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!