2011 წლის 6 აპრილიდან, დედოფლისწყაროში, ვაშლოვანის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში, ამერიკელი ინსტრუქტორები ვაშლოვანის და ჭაჭუნას დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებისთვის გასული წლის განმავლობაში „ინვესტირებული ცოდნის" კონკრეტული პირობებისთვის ადაპტირების ხელშემწყობ ტრეინინგებს ატარებენ. სასწავლო წვრთნა გაგრძელდება 2 კვირის განმავლობაში. ტრეინინგი ხორციელდება ამერიკის შინაგანი დეპარტამენტის საერთაშორისო ტექნიკური დახმარების პროგრამის (USDoI ITAP) ფარგლებში. მსგავსი ტიპის წვრთნა უკვე ჩაუტარდა თუშეთის და ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების თანამშრომლებს. უახლოეს მომავალში აღნიშნული ტრენინგი ლაგოდეხის, კოლხეთის, მტირალას, კინტრიშის და ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციების ყველა თანამშრომელს ჩაუტარდება. www.dpa.gov.ge-ს მასალებიდან
წყარო:
|