23-ე საერთაშორისო დანების გამოფენა ”Клинок - традиции и современность" გაიმართება 7-10 აპრილს ეკოლოგიური ცენტრი ”Сокольники"-ს მე-2 პავილიონში. პროგრამა გვპირდება, რომ გამოფენა სავსე იქნება საინტერესო და სანახაოებრივი ღონისძიებებით, შოუებით და კონკურსებით. დამთვალიერებლებს შეეძლებათ გამოფენაზე წარმოდგენილი ნაკეთობების შეღავათიან ფასებში შეძენა პირდაპირ მწარმოებლებისაგან. ცივი იარაღის გამოფენა რაღაცნაირ სიმყუდროვესა და სითბოს უღვრის გულში დანების მოყვარულთ. სად შეიძლება კიდევ შეხვდეთ ნამდვილი მამაკაცური გატაცების ამდენ ”მიმდევარს”. გამოფენა «Клинок» პირველად ჩატარდა 2000 წლის აპრილში და მაშინ მონაწილეების რიცხვი იყო 8, მე-14 გამოფენაში კი (2006 წ) 200-ს მიაღწია. 2000 წელს იქნა მიღებული ნებართვა ცივი იარაღის ექსპონირებასა და გაყიდვაზე. საორგანიზაციო კომიტეტი დიდ ყურდღებას უთმობს პროგრამულ ღონისძიებებს, რაც გამოიხატება კონკურსებში და ნაკეთობების გამოცდაში, სასცენო დადგმებსა და კასკადიორთა გამოსვლებში. ტრადიციული გახდა სატყორცნი სტენდის მუშაობა, შეჯიბრებები თავისუფლად დაკიდებული ბაგირის გადაჭრაში და მზარეულების შოუ. გამოფენაზე იქნება წარმოდგენილი: - მხატვრული დანები - საავტორო დანები - საკოლექციო დანები - ანტიკვარული ნაკეთობანი - სპორტული დანები - ტურისტული დანები - სანადირო დანები
წყარო:
|