მთავარი » 2011»აპრილი»5 » ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო საიუბილეო გამოფენა ”ევრაზია 2011”
21:09:32
ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო საიუბილეო გამოფენა ”ევრაზია 2011”
მოსკოვში საგამოფენო კომპლექსში "КРОКУС ЭКСПО" 26-27 მარტს ჩატარდა ყველა ჯიშის ძაღლების საერთაშორისო საიუბილეო გამოფენა ”ევრაზია 2011”, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა რინგები ”ევრაზია 1” და ”ევრაზია 2”. წელს გამოფენას შეუსრულდა 20 წელი. გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 6 000-ზე მეტმა ძაღლმა. წარმოდგენილი იყო 240 ჯიში. მოწვეული იყო 65 ექსპერტი ავსტრალიიდან, კოლუმბიიდან, ამერიკიდან, ევროპიდან და მხოლოდ 4 რუსი ექსპერტი. წესების თანახმად, საერთაშორისო გამოფენებზე ექსპერტების 2/3 უნდა იყოს უცხოელი.
გამოფენაზე ჩატარდა აგრეთვე გაწრთვნილი ძაღლების მასტერ-კლასები. შოუს ერთერთი ყველაზე სანახაობრივივი მომენტი იყო მეცხვარე ძაღლების გამოსვლები.
”ევრაზია 1”-ის გამარჯვებული გახდა ბასეტ ჰაუნდი სახელით ”COOLPEPPER ORIGINAL BIG BONE”, ხოლო ”ევრაზია 2”-ის გამარჯვებული - გერმანული ნაგაზი ”RUBENS VOM THERMODOS”. მე-2 ადგილები დაიკავეს შესაბამისად იტალიურმა ბრაკმა და სკოტჩ ტერიერმა, მე-3 ადგილები - რუსულმა მწევარმა და გრეიხაუნდმა.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!