სასტუმრო „ძველ თბილისში" ხელფრთიანთა დაცვის შესახებ საერთაშორისო შეხვედრა იმართება, რომელიც საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ გახსნა. ორი დღის განმავლობაში თბილისი ევროპის ხელფრთიანთა (ღამურების) დაცვის შეთანხმების (EUROBATS) სამეცნიერო კომიტეტის მე-16 შეხვედრას უმასპინძლებს. შეხვედრას 43 ქვეყნის 60 წარმომადგენელი ესწრება. ევროპის ქვეყნების გარდა შეხვედრაში მონაწილებენ ის აზიური ქვეყნებიც იღებენ, სადაც ხელფრთიანთა ევროპული სახეობებია გავრცელებული. გაეროს მიერ 2011 და 2012 წლები ხელფრთიანთა მსოფლიო წლებად გამოცხადდა. ორი წლის განმავლობაში მათ კონსერვაციას განსაკუთრებული ყურადღება მიენიჭება მსოფლიოს მასშტაბით. ხელფრთიანთა სახეობები გარემოს სისუფთავის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინდიკატორებს წარმოადგენენ, რის გამოც მათ მეცნიერთა და მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. moe.gov.ge-ს მასალებიდან
წყარო:
|