რუსი მეთევზეები აწყობენ მასიურ მიტინგებს, და მათი საქციელი გასაგებიცაა, რა თქმა უნდა, არავის არ უნდა თევზაობაში ფულის გადახდა. გასულ შაბათ-კვირას მეთევზე-მოყვარულების პროტესტის ცენტრებად იქცნენ ქალაქები კიროვი, მოსკოვი, სამარა, კაზანი. კიროვში შეიკრიბა 700-ზე მეტი ადამიანი, მოსკოვში - 1000-ზე მეტი, სამარაში მეთევზეების რიცხვმა გადააჭარბა 2000-ს, ხოლო კაზანში - 5000-ს. მეთევზეები გამოხატავენ პროტესტს ”თევზჭერისა და წყლის რესურსების შენარჩუნების შესახებ” ფედერალურ კანონში ცვლილებების შეტანის წინააღმდეგ. ცვლილებების თანახმად, თითქმის ყველა თევზსარეწი მონაკვეთი, დაწყებული წყალსატევებიდან, დამთავრებული სანაპირო ზონებით, ექვემდებარება კერძო პირების ხელში გადასვლას და აქედან გამომდინარე, რიგით მოქალაქეებს მოუწევთ ფულის გადახდა ამ ადგილებში თევზაობისათვის. უფასო თევზაობისათვისაც დარჩება ადგილები, მაგრამ ისეთები, რომლების უმრავლესობაც წარმოადგენს შრობად წყალსაცავებს, ჭაობებს, მდინარეებს, სადაც თევზს უბრალოდ ვერ ნახავთ. ამასთან, ”Росрыболовство” გამოდის მხოლოდ რეგულატორის როლში, წყალსატევების სია, რომლებიც შესაძლოა გადავიდნენ კერძო მფლობელების ხელში, უნდა შეადგინონ რეგიონალურმა ხელისუფლებებმა. მიტინგებზე შეეხნენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბრაკონიერობა, ბუნებისადმი ველური მოპყრობა და მისი უხეში მოხმარება, რომლის დემონსტრაციასაც ახდენენ არენდატორები და სათევზაო და სამომონადირეო სავარგულების კერძო მფლობელები.
წყარო:
|