ეხლახან მოსკოვის ოლქის მთავრობამ დაუშვა ნადირობა ჭილყვავზე (грач) და რუხ ყვავზე. ტვერშიც დაგეგმილი აქვთ დაუშვან ნადირობა რუხ ყვავზე, რომელიც ძლიერ გავრცელებულია რეგიონის მთელ ტერიტორიაზე. ეხლა ნადირობათმოხმარებისა და თევზჭერის სამმართველო დაკავებულია ნადირობისა და სამონადირეო რესურსების შენარჩუნების სფეროში ზოგიერთი მიმართულების რეგულირების შესახებ კანონპროექტის შემუშავებით. რუხი ყვავები იკვებებიან ყველაფრით და ჩინებულად ეგუებიან ადამიანთან მეზობლობას. ამ ფრინველების რაოდენობის მკვეთრმა ზრდამ გააკეთა ის, რომ რუსეთის ევროპული ნაწილის ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ყვავებმა საერთოდ გააქრეს სხვა ფრინველები. ყვავები არა მხოლოდ წყალმცურავების ბუდეებს აპარტახებენ, არამედ არ აძლევენ მოსვენებას მტაცებელ ფრინველებსაც. არც შინაური ფრინველები გრძნობენ თავს უკეთ, რადგან ყვავებს შეუძლიათ მოიპარონ კვერცხები და თავს დაესხან წიწილებს და იხვის ჭუკებს. ამის გარდა, რუხი ყვავები არიან ისეთი მრავალრიცხოვანი დაავადებების გადამტანები, რომლებიც საშიშია ადამიანებისათვის, რომელთა საერთო დასახელებაა - ორნიტოზი. ამიტომ ყვავების რაოდენობა მოითხოვს რეგულირებას.
წყარო:
|