ცოფიანმა მელიებმა შეუტიეს უკვე იაროსლავის ოლქის ოთხ რაიონს. საშიშროების ქვეშ აღმოჩნდნენ შინაური ცხოველები და საქონელი საკუთრებაში მყოფ მამულებში. როგორც იტყობინება ”Россельхознадзор”-ის ვეტერინარული სამსახური, გაზაფხულზე, შეჯვარების პერიოდში მელიები მიგრირებენ. როგორ წესი, ცოფით დაავადებული ინდივიდები შემოდიან ოლქის ტერიტორიაზე მოსაზღვრე რეგიონებიდან. ჯერჯერობით ვეტერინარებმა დააფიქსირეს მელიების ცოფით დაავადების 14 შემთხვევა და 2 შინაურ ცხოველებზე თავდასხმის ფაქტი. გართულებების თავიდან ასაცილებლად, ამბობენ, არის ერთი გზა - დროულად აიცრას შინაური ცხოველები და საქონელი. იმ პუნქტებში, სადაც ყველაზე ხშირად გამოჩნდენ ცოფიანი მელიები, შემოღებულია კარანტინი. ”17 პუნქტში - ეს როსტოვის რაიონის 4 პუნქტში, პერესლავსკის რაიონის 7 პუნქტში, ნეკრასოვსკის, გავრილოვ-იამსკის რაიონებში. და ამ ზონაში ყველა ცხოველი ექვემდებარება კარანტინს. ისევე როგორც შინაური ცხოველებისთვის, ისე ადამიანისთვის ავადმყოფობა ყოველთვის მთავრდება ლეტალურად. თუ არ იქნა ზომები მიღებული” - ესეთი კომენტარი გაუკეთა არსებულ სიტუაციას იაროსლავის ოლქის ”Россельхознадзор”-ის მართვის განყოფილების უფროსის მოადგილემ ინნა ჩიკუროვამ.
წყარო:
|