ლატვიაში გრძელდება მგელზე ნადირობის სეზონი, რომელიც დაიწყო გასული წლის ივლისში და დასრულდება მხოლოდ ამა წლის 1 აპრილს. მთელი სეზონის განმავლობაში ნადირობის მოყვარულებმა შეძლეს 139 რუხი მტაცებლის მოპოვება დაშვებული 140-დან. მტაცებლების ყველაზე დიდი რაოდენობა მონადირებულ იქნა ”კურზემე”-ს ჩრდილოეთში (36) და ”კურზემე”-ს სამხრეთში (24). სპეციალისტების ინფორმაციით ლატვიაში ბინადრობს 800 – 1000 მგელი. მაგრამ ეს მხოლოდ ოფიციალური მონაცემებით, რეალურად კი შეიძლება იყოს ბევრად ნაკლები. მკაცრმა ზამთარმა, როგორც ჩანს, დადებითად იმოქმედა მგლების რაოდენობაზე, რადგან მათთვის უფრო იოლი იყო საკვების მოპოვება. მტაცებელზე ნადირობა არ შეიძლება სპეციალური ნებართვის გარეშე, აგრეთვე მკაცრად აკრძალულია დადგენილი ნორმაზე მეტი რაოდენობის მოპოვება. სახელმწიფო სატყეო სამსახურის ცნობით ამ სეზონზე მაინც ჰქონდა ადგილი არაკანონიერი ნადირობის შემთხვევას, მოკლულ იქნა ერთი მგელი.
წყარო:
|