ბუნების დამცველები გამოვიდნენ მოსკოვის ოლქში რუხ ყვავზე, შაშვის ერთერთ სახეობაზე (дрозд-рябинник) და ჭილყვავზე ნადირობის დაშვების წინააღმდეგ. სრულიად რუსეთის ბუნების დაცვის ინსტიტუტის მოსკოვის რეგიონის ბუნების დაცვის სექტორის გამგეს სიტყვებით ბოლო წლებში მოსკოვის ოლქში ჭილყვავების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა 90-იანი წლების დასაწყისთან შედარებით. იგივეა ყვავებთან დაკავშირებით, მათმა რაოდენობამ მოსკოვის ოლქშიც და თვით ქალაქშიც 3-4-ჯერ იკლო. როგორც ბუნების დაცვის სექტორის გამგე აღნიშნავს, მიზეზი იმისა, რომ დაშვებულ იქნა ნადირობა ზემოთაღნიშნულ ფრინველებზე, არის ის, რომ ოლქის ტერიტორიაზე სულ უფრო და უფრო მცირდება სამონადირეო ნადირ-ფრინველის რაოდენობა, ხო და გადაწყვიტეს, მონადირეებისთვის იგი ჩაენაცვლებინათ ჭილყვავებით, რუხი ყვავებითა და შაშვებით. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ მოსკოვის ოლქის მთავრობამ ჭილყვავი, რუხი ყვავი და შაშვის ერთ-ერთი სახეობა, ჩხართვი (дрозд-рябинник) სამონადირეო რესურსებად გამოაცხადა: http://www.bazieri.ge/forum/7-350-2
წყარო:
|