17 მარტს ხობის რაიონის სოფელ თორსას თავს მგლები დესხნენ. მტაცებლებმა დილით ხუთი თხა დაგლიჯეს. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში შინაურ ცხოველებზე მგლების თავდასხმა გახშირდა. განსაკუთრებით ხარშილავებისა და ლატარიების ოჯახი დაზარალდა, მათ მგლებმა სულ ოცი თხა დაუგლიჯეს. მოსახლეობა შებინდებისას სახლიდან გასვლას ერიდება. ამიტომ სოფელში მონადირეთა ჯგუფები ჩამოყალიბდა, რომლებიც პატრულირებას ახდენენ.
რამდენიმე დღის წინ ხობის რაიონში მგლები ისევ გამოჩნდნენ. სოფელ საჯიჯაოში მტაცებლის ხროვამ სამ ოჯახს მსხვილფეხა პირუტყვი, მათ შორის ცხენი დაუგლიჯა.
მონადირეებმა ერთი მგლის განადგურება გუშინ დილით შეძლეს.
ხობის რაიონის მუნიციპალიტეტს ადგილობრივ მონადირეებთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, რომლის თანახმადაც, ისინი თითქმის ყოველდღე მთელი რაიონის მასშტაბით პატრულირებენ.
ქარელის რაიონში ჩემითვალით ვნახე ცენტრალური ტრასიდან სულ რაგაც 200 მეტრში მოკლული მგელი რომელიც 90 კილოგრამს იწონიდა. რამდენი ჭამა უნდა ამხელა არსებას და ეგ რასაც დაეტაკებოდა მტრისას, ვინც მოკლა ის ბაღს ყარაულობდა და ტქვა რო შემომიტიაო და გაუმართლა რო 1 ლულიანი თოფით 1 გასროლით მოკლა რო აეცილებინა ხო წარმოგიდგენიათ 1 კბილის მოსმით მოუღებდა ბოლოს
ჩემს სოფელში მოუკლავთ ეგ მგელი და ვინც მოკლა მაგ ბიჭს ჯილდოს აძლევენ 500 ლარს... დღეს ჩამოვედი საჯიჯაოდან დაპატიჟებული ვიყავი მაგ დღეს სანადიროდ მაგრამ თოფი არ მაქ ჩემს სახელზე და ვერ წავედი : ((
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!