შარშან მგლებმა ბურიატიას 23 000 000 რუბლის ზარალი მიაყენეს და ეს იმ დროს, როცა ხელისუფლებამ გაზარდა პრემია მგლის მონადირებაზე. დღესდღეობით მგლის მონადირებისთვის დაწესებული პრემია 5 000 რუბლს შეადგენს. თუმცა მტაცებლების რიცხვი რესპუბლიკის ტერიტორიაზე განაგრძობს ზრდას და ბოლო აღრიცხვით 3 000-ს უდრის. დღეღამეში მგელს შეუძლია დაფაროს 100 კმ. მანძილი, ამიტომ ძნელია ზუსტად ყველა იმ რუხი მტაცებლის აღრიცხვა, რომლებიც ბურიატიის ტერიტორიაზე ბინადრობს. სავსებით შესაძლებელია, რომ რეგიონში მგლის რიცხვი 3 000-ს აჭარბებდეს. დეპუტატები ურჩევენ ხელისუფალთ პრემიების კიდევ უფრო გაზრდას, ჯერჯერობით კი ბურიატიაში მგლის შესყიდვით დაკავებული არიან ჩინელები, რომლებიც ერთ მგელში 30 000 რუბლს იხდიან.
წყარო:
|