ზოოლოგიური ნიშნით კენგურუ ნამდვილი მხეცების ქვეკლასში გაერთიანებული ჩანთოსნების რიგის წარმომადგენელია. საერთოდ ჩანთოსნები (ამერიკული ოპოსუმების გარდა) გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ახლომდებარე კუნძულებზე.
ჩანთოსნების რიგი აერთიანებს 9 გვარს და 200-მდე სახეობას. მათ შორის გვხვედბიან მწერიჭამიები, მტაცებლები და მცენარეჭამიები. ზომებით ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათი ტანის სიგრძე კუდის ჩათვლით შეიძლება მერყეობდეს 10სმ-დან (ჩანთოსანი თაგვი – კიმბერლი) 3მ-მდე (დიდი ნაცრისფერი კენგურუ).
ოჯახი – კენგურუ
თავდაპირველად თხრობას იმით დავიწყებ, რომ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს ამ ცხოველის სახელს. პირველად ეს სიტყვა გამოთქვეს კვისლენდის აბორიგენებმა. ეს მოხდა 1770 წელს. გემმა ,,ენდევორმა” დაზიანება მიიღოავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ რიფზე. სანამ გემს არემონტებდნენ ჯეიმს კუკი და ჯოზეფ ბენფსი – ნატურალისტი და მეცნიერი ნაპირზე სანადიროდ გავიდნენ. მოგვიანებით კუკმა ადგილობრივებს კითხა, თუ რას უწოდებდნენ ისინი ცხოველს, რომელიც 2 ფეხზე ხტუნავდა. ამ დროს კუკმა ინგლისურად მიმართა: ,, Can you tell me!..” (შეგიძლიათ მითხრათ?) ეს სიტყვები ადგილობრივებმა თავისებურად გაიგონეს, გაიმეორეს და ასე უპასუხეს – კენ-გუ-რუ? იგივენაირად ჩაეკითხა კუკი, სწორედ გაიგო თუ არა, რაზედაც მან დასტური მიიღო. ასე და ამგვარად, გაფუჭებული ტელეფონის მეთოდით, ზრდილობიანი ინგლისური ფრაზიდან დაიბადა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვა – კენგურუ. არის კიდევ ერთი მოსაზრება: თითქოს კუკი კიდევ ერთხელ ჩაეკითხა და რაღაც კენგურუს მსგავსი უპასუხეს, რაც ავსტრალიურ ენაზე ნიშნავს ,,არ მესმის”. სამწუხაროდ, რომელი კენგურუები ნახეს მაშინ კუკმა და ბენქსმა ზუსტად ცნობილი არ არის.
მას შემდეგ 20 წელიც არ გასულა, რაც კუკის კვალდაკვალ ავსტრალიის ნაპირებს პირველი ბრიტანული ფლოტი მიადგა. და სწორედ მაშინ გუბერნატორმა და მისმა ოფიცრებმა მეფე გეორგ III-ეს გაუგზავნეს …. ცოცხალი კენგურუ. ათასობით ლონდონელი ესწრებოდა მის ნახვას, ათასობით აფიშა დაიბეჭდა, რომელიც ამცნობდა მოსახლეობას ახალი, ორიგინალური ცხოველის შესახებ. და ასე გაიცნეს ევროპელებმა ავსტრალიის ბინადარი.
ზომების მიხედვით კენგურუს ოჯახი შეიძლება დაიყოს 3-ად : 1. ყველაზე პატარები – კენგურუსნაირები; 2. საშუალო ზომის – ვალაბი; 3. ყველაზე დიდი – დიდი კენგურუ.
ხის კენგურუ კენგურუს ოჯახში ერთადერთი სახეობაა, რომელიც ხეზე ცხოვრობს. ზომით 60სმ-მდეა ყავისფერი ბეწვით. მას დღისით ძინავს და საკვებისა და წყლის მოსაძიებლად საღამოს დაბლა ჩამოდის. იკვებება ფოთლებითა და ლიანებით. საყვარელი საკვებია ტყის ხილი.
ტიპიური ვალაბი ანუ საშუალო კენგურუ ზოოლოგიური პარკების ძირითადი მკვიდრია.
გიგანტური კენგურუ – ავსტრალიის სავანების მკვიდრია. იგი ავსტრალიის ოფიციალური სიმბოლოა. მისი გამოსახულება ემუსთან ერთად გამოსახულია ავსტრალიის გერბზე. ხოლო ავსტრალიური დოლარის ერთ გვერდზე კი მარტო კენგურუს გამოსახულებაა.
ზომით ყველაზე დიდია სიგრძე კუდის ჩათვლით 3მ-მდე, ხოლო იწონის დაახლოებით 80კგ-ს.
საერთოდ კენგურუ არააგრესიული ცხოველია, განსაკუთრებულ შემთხვევებში იძულებულია თავი დაიცვას. ამ დროს ძირითადი იარაღი უკანა კიდურებია. ყველაზე საშიში მტერი კენგურუსთვის ქვიშის ბუზებია. ისინი მასიურად წვიმის მერე ჩნდებიან ხოლმე. ვრცელდებიან წყალსატევის გარშემო და წყლის დასალევად მისულ კენგურუს პირდაპირ თვალში უვარდებიან და ნაკბენის შემდეგ კენგურუ ბრმავდება. ახალგაზრდა კენგურუების მტერია ძაღლი დინგო, მელიები და მტაცებელი ფრინველები. ყველაზე საშიში მტერი კი არის ადამიანი, რომელიც ნადირობს მასზე ტყავისთვის, ხორცისთვის (იყენებენ მხოლოდ კუდს). მასზე ნადირობენ ძაღლი დინგოს დაგეშვით. მდევარი ძაღლებისგან კენგურუ თავს წყალში გადახტომით შველის. თავდაცვა სხვაგვარადაც იცის ნახტომის შემდეგ თითქოს წინა კიდურებით მიიხუტებს მოწინააღმდეგეს, დახრჩობის მიზნით.
გიგანტური კენგურუს 12 სახეობაა გავრცელებული. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია დიდი ნაცრისფერი და დიდი წითური კენგურუები.
არ შეიძლება განსაკუთრებული ყურადღებით არ ავღნიშნოთ კენგურუს გამრავლების თავისებურება, გამრავლების პროცესზე დაკვირვება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა მეცნიერერბისთვის. საბოლოოდ ეს ფაქტი გამოკვლეული იქნა XXსკ-ის 60-იან წლებში. იმის გამო ნაშიერი ძალიან პატარაა, მეცნიერებს გაუჩნდათ კითხვა: ხომ არ იბადებიან ისინი პირდაპირ ჩანთაში ,,ძუძუდან”? ამ წარმოდგენის თანახმად, თითქოს ნაშიერი იზრდება ძუძუზე მიმაგრებული, ისევე როგორც ვაშლი ხის ტოტზე. ცხადია დაუჯერებელია, მაგრამ ამის გამოკვლევა ძალინ რთული იყო.
XIX -ში მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა კი თამამად შეგვიძლია აღვწეროთ თუ როგორ ყალიბდება, ვითარდება და შემდგომ იბადება ჩანთოსანის ნაშიერი.
ზოგიერთი კენგურუს ახალშობილი ნაშიერი სულ 750 მლგ-ს იწონის! 30 000-ჯერ ნაკლებს, ვიდრე დედამისი.