როცა მიწა ირყევა, ამას მიწისძვრა ჰქვია. მიწისძვრას შეუძლია დედამიწის ქერქი დაბზაროს, შენობები დაანგრიოს, წყალდიდობა და ხარძრები გამოიწვიოს. ვულკანი ისეთი ადგილია, სადაც, გავარვარებული თხევადი ქანი, ანუ ლავა, ფერფლი და გაზები დედამიწის დიდი სიღდმიდან გამოსავალ გზას პოულობს. ლავა გაცივებისას მყარდება და მთებს წარმოქმნის.
იშვიათი შემთხვევა 1943 წელს მექსიკაში უეცრად ამოიფრქვა ვულკანი პარიკუტინი. ორი წლის განმავლობაში იგი 457 მერით ამაღლდა და 16 კმ კვადრატი ფართობი დაიკავა. ყოველდღიურად იგი 100000 ტონა ლავას აფრქვევდა.
ცუნამი 200-წლიანი წილის შემდეგ 1883 წელს ამოიფრქვა ვულკანი კრაკატუო ინდონეზიაში. ამის შედეგად 41 მ. სიმაღლის ტალღა წარმოიქმნა, რომელმაც 36000-მდე კაცი იმსხვერპლა.
ფაქტები
ვულკანების მახლობლად გეიზერები და ტალახის წყაროები ჩნდება. ორთქლი და მდუღარე ტალახი დედამიწის სიღდმიდან დაგროვილი სიმხურვალის ამოხეთქვაზე მეტყველებს.
1300 აქტიურ ვულკანიდან 120 ზღვის ქვეშაა განლაგებული. მეცნიერები ცდილობენ მძინარე ვულკანების გაღვიძების დრო იწინასწარმეტყველონ.
მიწისძვრები და ვულკანების ამოფრქვევა ხშირად თითქმის ერთდროულად ხდება დედამიწის ქერქის ნაბზარების გასწვრივ.
ნაბზარები იქ არის განლაგებული, სადაც ქერქის ორი ბილა დიდ სიღრმეში ერთმანეთს ეხახუნება და მიწას ამოძრავებს.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!