მე-10 ადგილი: გინესის რეკორდების წიგნის თანახმად ყველაზე მძიმე კატა იყო ავსტრალიელი ჰიმმი, რომელიც 21 კგ-ს იწონიდა. მისი წელი 84 სმ-ს შეადგენდა. წინა რეკორდი კონექტიკუტელ სპაისს ეკუთვნოდა, ის 20 კგ იყო. მე-9 ადგილი: მსოფლიოში ყველაზე პატარა კატა იყო ტინკერ ტოი ილინოისიდან. მისი მასა შეადგენდა 680 გრამს, სიგრძე 18 სმ-ს, სიმაღლე კი - 7 სმ-ს. მე-8 ადგილი: დათვლილია, რომ ერთი კატა, რომელიც თაგვებზე ნადირობს, წელიწადში 10 ტონა მარცვლეულს ინახავს. ავსტრიაში საწყობში მცხოვრებ კატას, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ინადირებს თაგვებზე, ცხოვრების ბოლომდე ენიშნება პენსია, რომელიც რძეს, ხორცსა და ბულიონს გულისხმობს. მე-7 ადგილი: კატა ძაღლზე უკეთ არჩევს სუნს. ბრიტანულ ჯარში პირველი მსოფლიო ომის დროს "კატების კორპუსი" არსებობდა, რომლის მოვალეობაში შედიოდა შხამიანი გაზების შესახებ ცნობა. ასევე, იმისათვის, რათა დროულად გაეგოთ გაზის გაჟონვის შესახებ, წყალქვეშა ნავებში დიდხანს ჰყავდათ კატები. მე-6 ადგილი: იაპონიის ქალაქ კაგოსიმაში არის ტაძარი. ის აგებულია 7 კატის სახელზე, რომლებიც ერთ-ერთმა გენერელმა 1600 წელს ომში წაიყვანა. მათი თვალების გაფართოებული და შევიწრობული გუგებით არკვევდნენ დროს. მე-5 ადგილი: კატებს არა მხოლოდ კნავილი, კრუტუნი შეუძლიათ, არამედ ღრუტუნიც. ფრანგი მეცნიერის, დიუპონ დიუ ნემარას, დაკვირვების მიხედვით კატას შეუძლია 7 თანხმოვნის წარმოთქმა: მ,ნ,გ,ხ,ფ,ვ,რ. მე-4 ადგილი: აშშ-ს ქალაქ Little Rock -ში ყოველწლიურად ტარდება კატების რბოლა 150 მეტრიან დისტანციაზე. გამარჯვებული 2000$-ს იღებს. მე-3 ადგილი: პლანეტის ყველაზე მდიდარი კატები დიდ ბრიტანეთში ცხოვრობენ. პატრონმა მათ თავისი ქონების წილი დაუტოვა და ის რამდენიმე ასეულ ათას ფუნტს შეადგენს. ცოტა ხნის წინ მათ ჯარიმად 2 ფუნტ-სტერლინგი დაეკისრათ ჩიტების სისტემატურად დახოცვისთვის. მე-2 ადგილი: დიდი ბრიტანეთის ყველაზე ცნობილი კატა იყო უილბერფორსი. ის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში ცხოვრობდა, რადგან იქ თაგვები გავრცელდნენ. უილბერფორსის დროს 4 პრემიერ-მინისტრი შეიცვალა და ერთ-ერთი მათგანი მარგარეტ ტეტჩერი იყო, რომელსაც კატა ძალიან უყვარდა. 1-ლი ადგილი: ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო რეკორდი დამყარდა არგენტინელი კატის, მინჩოს, მიერ, რომელიც ხეზე აძვრა და ვერ ჩამოვიდა. ის იქ სიკვდილამდე 6 წელი ცხოვრობდა, სამჯერ ეყოლა კნუტები, რომლებიც ასევე ხეზე ცხოვრობდნენ.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!