დედამიწა უზარმაზარი და მრავალფეროვანია. იმის მიხვედრა, თუ ვინაა მისი ლიდერი, ძნელი არაა, თუმცა საინტერესოა, დანარჩენი ადგილები როგორაა განაწილებული.
დელფინი
დელფინი საოცარი არსებაა. მისი ტვინის ზომა, ტანის ზომასთან შედარებით, ბევრად მეტია, ვიდრე შიმპანზისა. მათი ქცევები კი მათი განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს. ზრდასრული დელფინის ტვინის მასა დაახლოებით 1700 გრამია, ხოლო ადამიანის - 1400 გრამი, დელფინს 2-ჯერ მეტი ნაოჭი აქვს თავის ტვინზე. საინტერესოა, რომ იმ ტრიუკების კეთება, რომლებსაც მათ ადამიანები ასწავლიან, ყოველდღიურ საქმიანობად იქცევა. დელფინებს უყვართ თამაში და ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება. მათ "ლექსიკურ მარაგს" 14000 ხმოვანი სიგნალი შეადგენს, ისინი მათი დახმარებით ურთიერთობენ, ემოციებით თანაგრძნობას გამოხატავენ, ეხმარებიან ახალდაბადებულებსა და ავადმყოფებს - წყლის ზედაპირზე ამოყავთ. ზრდასრული დელფინები პატარებს ასწავლიან.
მაიმუნი
განვითარების დონის მხრივ საინტერესოა შიმპანზე, ორანგუტანგი და გორილა. უახლესი კვლევებიდან გამომდინარე, შიმპანზეს გენეტიკური ბაზა ადამიანის გენეტიკას ემთხვევა 98,7%-ით. ეს საშუალებას გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ ადამიანი და შიმპანზე ერთმანეთს 6 მლნ. წლის წინ გამოეყვნენ, რაც გლობალური თვალსაზრისით ძალიან ცოტაა. აშშ-ს სამხედრო სამსახური შიმპანზეებს ასტონავტების მაგივრად იყენებდა ბევრი საშიში მისიის დროს. იაპონიაში მცხოვრებ ერთ შიმპანზეს კომპიუტერის ხმარება შეუძლია, გორილებს კი ჯესტების ენის ათვისება.
სპილო
ამბობენ, რომ სპილოს არაფერი ავიწყდება. მართლაც, სპილოს შეუძლია დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობის ქონა. მას არ გაუჭირდება ახსოვდეს და მრავალი წლის შემდეგ იცნოს ადამიანი. მას აქვს უნარი გამოხატოს თანაგრძნობა და წუხილი სხვა სპილოს დაღუპვისას. შეუძლია რაღაც ინსტრუმენტების გამოყენება და რთულ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღება. მას აქვთ მუსიკალური სმენა და მეხსიერება, შეუძლია ერთმანეთისგან მელოდიების გარჩევა.
თუთიყუში
თუთიყუში ძალიან ჭკვიანია. ის ერთადერთია ჩამოთვლილ ცხოველებიდან, რომელსაც საუბარი შეუძლია. ზოგმა ასობით სიტყვა იცის და მათ გააზრებულად იყენებს. ტვინის ზომა შედარებით დიდია; თუთიყუშისთვის დამახასიათებელია კარგი მეხსიერება და ხმით მიბაძვის უნარი.
ყვავი
ზოგი ყვავი, კაკლის გასატეხად, ტრასისკენ მიდის და იქ აგდებს, იქნებ რომელიმე მანქანამ გადაუაროს და გატეხოს. თუ არ გაუმართლა, სიმაღლეს იღებს და კაკალს რაიმე მაგარზე აგდებს. აშშ-ში ერთი ყვავი შეამჩნიეს, რომელიც საკვების მოსაპოვებლად ბალახის საჭრელ მაკრატელს ხმარობდა.
ხოო ყვავი მაგრაი კაცია თუ არ ვცდები ყველაზე სუფთა ხორცი აქვს მგონი არვიცი ზუსტად მაგრამ ზუსტად ვიცი რომ მისი ქონი წამალია.... მე რომ კაკაჩა მყავდა როცა ვუშვებდი დასდევდენენ პარტია პარტიად მგრამ ვერაფერს აკლებდენენ
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!