| ადამიანი უხსოვარი დროიდან მისდევს ნადირობას. საქართველოში შემორჩენილი არქეოლოგიური მასალის მიხედვით, ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში ნადირობდა ქურციკზე, ირემზე, შველსა და სხვადასხვა ფრინველზე. უძველეს ეპოქაში ნადირობას პრაქტიკული დატვირთვა გააჩნდა - ეს იყო თავის რჩენის ერთ-ერთი საშუალება. მონადირე ნანადირევით კვებავდა ოჯახს. უძველესი ადამიანი ხორცის მომზადების ძალზე პრიმიტიულ მეთოდებს იყენებდა, რომელთა კულინარიული ხელოვნების ასპექტში განხილვა შორს წაგვიყვანს. მოგვიანებით, ნადირობა მეფეთა და დიდებულთა გართობად გადაიქცა და შესაბამისად, ნანადირევის მომზადების მეთოდებიც გამრავალფეროვნდა. შესაძლოა, ცნობილი ხოხბის ჩახოხბილიც, |