დედოფალა ეკუთვნის კვერნისებრთა ოჯახს. საქართველში გვხვდება დედოფალას ორი ქვესახეობა: დიდკავკასიური დედოფალა და მცირეკავკასიური დედოფალა. სხეული წაგრძელებულია და მოქნილი, სხეულის სიგრძე 13 -28 სმ, კუდისა 4-6 სმ, წონა 50-100გრ. საქართველოს ტერიტორიაზე ბეწვის შეფერილობა ზამთარში არ იცვლება, ზურგის მხარეზე ის ყოველთვის მოყავისფრო-რუხია, მუცელზე თეთრია ან მოყვითალო. ჩრდილოეთზე შეფერილობა ზამთრობით თეთრია. გავრცელებულია ევროპაში, ჩრდილო აფრიკა, აზიის უმეტესი ნაწილი, ჩრდილო ამერიკა. საქართველოში გავრცელებულია ყველგან 3500 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ადგილსამყოფელი მრავალგვარია: ველები, ზეგნები, ბუჩქნარები, ტყის მასივები, ახოები. მაღალ მთიანეთში გვხვდება კლდოვან ადგილებში, ქვაყრილებში.ზოგჯერ სახლდება სოფლებში და ქალაქის გარეუბნებში სადაც ბინადრობს ეზოებსა და ნაგებობებში. ბუდეს იკეთებს მღრღნელების სოროებში, კლდეთა ნაპრალებში, ხეების ფესვების ქვეშ. იკვებება ძირითადად თაგვისებრთა მღრღნელებით, მაგრამ ხშირად თავს ესხმის კურდღლებსა და ფრინველებს. ჭამს გველებს, ხვლიკებს, ზოგჯერ მწერებს. საკვების გამოლევის შემთხვევაში იცვლის ბიმადრობის ადგილს. ნადირობს მთელი დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ უფრო ხშირას ღამით. მდედრი შობს მაის -ივნისში 4-7 , უფრო იშვიათად 8-9 უსუსურ თვალაუხელელ ნაშიერს. ბეწვი მდარე ხარისხისაა, რის გამოც დედოფალას სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს. დიდი სარგებლობა მოაქვს თაგვისებრი მღრღნელების მასობრივი განადგურებით. ნადირობა აკრძალულია
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!